16 მარტი, 2017
ტოპ 5 სელებრითი, რომლებსაც სილამაზეს არ პატიობენ - ''ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს არავითარ შემთხვევაში''
''ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს არავითარ შემთხვევაშიო'', თქვა ერთხელ მონიკა ბელუჩიმ. მართლაც, რატომღაც ლამაზი ქალები, ხშირად ხდებიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან. რატომღაც, როცა ქალის სილამაზეს აღიარებენ, სანაცვლოდ მის უჭკუობას უჩივიან. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ლამაზი ქალები ხალხს არასდროს უყვარდა.

ვინ იცის, შეიძლება ამის მიზეზი, შურია ან სულაც, სილამაზით გამოწვეული ზღვარგადასული თავდაჯერებულობაა? იქნებ, სამყაროს კანონზომიერება განაპირობებს ამას? აძლევს ქალს სილამაზეს და აიძულებს, ამის ნაცვლად, სხვა რამეზე თვას უარი?

ასეა თუ ისე, ფაქტია,
რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს.

გთავაზობთ ხუთ სელებრითს, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს:

''მის სამყარო 2016''-ზე საქართველო ნუკა ყარალაშვილმა წარადგინა. გოგონა სამოდელო ბიზნესში 16 წლიდან არის ჩართული. ამ დროის განმავლობაში ის თანამშრომლობდა სააგენტო Image Centre-თან და მილანურ სააგენტო THE ONE MODELS-თან.

Rating






























ნუკამ პოპულარობა "მის საქართველოს" ტიტულის მიღების შემდეგ მოიპოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ხალხის სიმპათია ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელი ყოფილა, ვიდრე ყურადღება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები საკუთარ თავს ხმამაღალი შეძახილით წარადგენენ, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნუკასთვის კრიტიკა და სალანძღავი ეპითეტები და შედარებები არავინ დაიშურა. "ფარშევანგს გავს, სილამაზეც არაინტელექტუალური აქვს", "რა აკივლებს?!", "რას გავს, უკეთესი ვერავინ ნახეს?", - წერენ ნუკას ვიდეოს კომენტარებში.

სოფო ნიჟარაძის მიმართ სამყარო განსაკუთრებულად გულუხვი აღმოჩნდა, სილამაზე და საოცარი მუსიკალური მონაცემები, - ეს ორი ერთად ნამდვილი ბედნიერება და დიდი წარმატების საწინდარია.

Rating

თუმცა, მომღერლის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით უამრავ პარადოქსულ ჭორს ავრცელებენ და მის სილამაზეს არ აღიარებენ. "საშინელი ცხვირი აქვს", "პლასტიკური ქირურგიის შედევრია", "აწყობილია", -ამბობენ სოფო ნიჟარაძეზე.















ჩვენს ხუთეულში კვლავ "მის საქართველო" მოხვდა, თუმცა, ამჯერად 2011 წელს გამარჯვებული, ჯანეტ ქერდიყოშვილი. ულამაზესი ჯანეტის მიმართულებით საზოგადოების აგრესია მას შემდეგ გაღვივდა, რაც გოგონამ ხმამაღლა გააჟღერა ის ტრადიციული შეხედულება, რომელიც ქართველების დიდ ნაწილს უკვე მრავალი ათწლეულია ღრმად აქვს ჩანერგილი და მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ეს მენტალიტეტი შეირყა.

Rating






























ჯანეტ ქერდიყოშვილმა საჯაროდ თქვა ის, რაც ქართული ტრადიციული ოჯახების უდიდესი ნაწილისთვის დაუწერელი კანონივითაა და ამის გამო დიდი მითქმა-მოთქმა შეიქმნა. "ლამაზი და ჭკვიანი სად გინახავთ?!", "დებილია ეს გოგო", "რატოომ ჯანეტ, რატომ?", - წერდნენ სოციალურ ქსელში ჯანეტის შესახებ.

მეორე ადგილი მაკა ასათიანმა დაიკავა, მას უკვე მრავალი წელია საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ეკუთვნის.


Rating
































მაკა ერთ დროს, როგორც დიზაინერი, აქტიურად მუშაობდა, აწყობდა ჩვენებებს. მაკას პირველი მეუღლე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო. ახლა ის მეორე ქორწინებაშია, ცხოვრობს შცვეიცარიაში და იშვიათად სტუმრობს საქართველოს.

საზოგადოების ნაწილს ის დღესაც ძალიან უყვარს, მეორე ნაწილი კი გამუდმებით აკრიტიკებს. რთული სათქმელია, მაკა ასათიანთან რა პრობლემა აქვთ, ალბათ უფრო, მისი წარსული არ მოსწონთ, თუ ... ასეა თუ ისე, არასდროს აკონკრეტებენ, რას უჩივიან, მაგრამ უჩივიან...

პირველ ადგილს საქართველოს სექსსიმბოლო შორენა ბეგაშვილი იკავებს. შორენას გაკრიტიკება მისი ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიწყეს. ვიზუალური ნაკლი ვერ უპოვეს და პლასტიკური ოპერაციების გამო დაადანაშაულეს. "აწყობილი სილამაზე", "ნეტავ ეს მანქანა რომელმა კაცმა უყიდა?!", "ამოვიდა ამის საჯდომის სურათები ყელში", - წერენ შორენა ბეგაშვილზე სოციალურ ქსელში.

Ratingშორენა ბეგაშვილი პირად ურთიერთობებს არასდროს ასაჯაროებს, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე მაინც ყოველთვის ლაპარაკობენ.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ცუდი ბიჭი
ანუ დედისშობილა ირბინა შორენამ და მერე წამოუვიდა ნაკვთები :-) გალანაზდა ერთი გახდით :-D. შენც გაიხადე და სხვებმაც ვინც ფიქრობს რომ შორენა ლამაზი არაა და ვნახოთ სად აწევთ თქვენს რეიტინგს;-)
12:39 / 23-02-2018
გამოხმაურება / 0 /
123
რა მაღალფარდოვანი სათაურია. სილამაზეს კი არა, საზოგადოება უღირს საქციელს არ პატიობს არავის.
18:50 / 01-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატა
აი მაკას შარმს და სილამაზეს დანარჩენი 4 ვერც შეედრება...
04:15 / 20-05-2017
გამოხმაურება / 0 /
555
თბილისის ქუჩებში ულამაზესი გოგონები და ქალბატონები დადიან, ესენი უბრალოდ ცნობილები არიან.
02:20 / 29-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მერი
წინა თაობა რატომ გავიწყდებათ???მედეა ჯაფარიძე,მედეა ჩახავა,დოდო ჭიჭინაძე,თამარ ჭავჭავაძე--და უამრავი ულამაზესი ქქალბატონები!!!საქართველო ცნობილია ლამაზი ქალბატონებით!!!
19:31 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS