09 ნოემბერი, 2013
რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“
საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის
წინ

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ .

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე…

რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ .

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


ბეჭდვა