09 ნოემბერი, 2013
რუსკა მაყაშვილი სერიალიდან გაუშვეს - „უნიჭო ვარ“
საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი სერიალი „ჩვენი ამბავი“ შემოგვთავაზა. სერიალს „ღამის შოუს“ სტუდია ამზადებს. ვისაც ეს სერიალი არ გინახავთ, გეტყვით, რომ „ჩვენ ამბავში“ ნანა ლორთქიფანიძე, დიმა ტატიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნიკა კუჭავა, და ბევრი სხვა კარგი მსახიობი თამაშობს. თუმცა სერიალი ვერ გახდა ისეთივე პოპულარული როგორი პოპულარულიც რამდენიმე წლის
წინ

„შუა ქალაქი“ იყო. სავარაუდოდ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან სერიალი „ჩვენი ამბავი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად გადის და კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს. სერიალ „ჩვენი ამბავის“ ერთ-ერთი გმირი რუსკა მაყაშვილიც იყო. მისი გმირი ეკატერინე ისეთი გოგო იყო, რომელსაც ძველბიჭური მანერები ჰქონდა, ბიჭების ყურადღებას იშვიათად იმსახურებდა და თუ ასეთი შემთხვევა მოხდებოდა, ყველას უკვირდა.

ბოლო რამდენიმე სერია ეკატერინე აღარ გამოჩენილა სერიალში. ამის მიზეზი რუსკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. რუსკამ რამდენიმე საათის წინ დაწერა: „სერიალ „ჩვენ ამბავში“ ეკატერინეს პერსონაჟი ამოღებულია: 1)სცენარისტები ვეღარ წერენ ამ პერსონაჟზე. 2. უნიჭო ვარ.“ რუსკას ამ სტატუს მისი მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„უნიჭი კი არა, შენ ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ“ .

„შენ კი არა, სცენარისტები არიან უნიჭოები, რომ შენ გმირზე სცენარს ვერ წერენ“ . რუსკას ერთი მეგობარი წერდა, თუ ვეღარ იფიქრებენ რა დაუწერონ ეკატერინეს, შენც სხვა როლი მოგცენო. სავარაუდოდ რუსკას მეგობრის ამ იდეას სერიალის სცენარისტები ვერ განახორციელებენ. სერიალში როგორც წესი მსგავსი ცვლილებები მაყურებელს არ მოსწონს ხოლმე…

რუსკას ბევრი ამშვიდებდა, ამის გამო არ ინერვიულოო. ბოლოს მსახიობმა დაწერა, „მშვიდად ვარ. კარგიც არის ასე რომ მოხდა, უბრალოდ ახალი ამბავი შეგატყობინეთო“ .

მოკლედ, რუსკა აღარაა სერიალში. საინტერესოა, რას მოიფიქრებს „ღამის შოუს“ ის გუნდი, რომელიც სერიალს ამზადებს, რომ „ჩვენი ამბავი“ რეიტინგული გახდეს და „ჩემი ცოლის დაქალებს“ რეიტინგით ჯერ დაეწიოს და მერე გაუსწროს კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ლინდა
მე ვფიქრობ რამდენიც არ უნდა ეცადონ ისეთ სერიალს მაინც ვერ გადაიღებენ როგორიც შუა ქალაქი იყო..საერთოდ არ ვარგა ეს სერიალი სასცილოც კი არ არის მაყურებლისათვის..და ამის უმთავრესი მიზეზი ახალი პერსონაჟები და მსახიობები არიან ყველას გვიყვარდა ძველი მსახიობები და გასაკვირი არც უნდა იყოს ესეთი რეაქცია..უბრალოდ არ მომწონს საერთოდ ეს სერიალი..შუა ქალაქში "2" მხოლოდ იმიტო ვუყურებდი რო პაატა მონაწილეობდა და ასევე ლაშაც ეხლა კი საერთოდ აღარ მინდა ყურება..დაიწყება თუ არა ეს სერიალი იმწამსვე ვრთავ ტელევიზორს სხვა არხზე..!!
16:17 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კახი
რუსკას რაც შეეხება, კარგი მსახიობია, მითუმეტეს ძალიან კომედიური და სახასიათო, რაც სერიალს ძალიან წაადგებოდა. ვფიქრობ პრობლემა სცენარისტებშია და არა მაყაიშვილში.. მაგრამ ისე, ასეთ ლამაზი გოგოსთვის ძალიან შეუფერებელი როლი კი შეურჩევიათ :/ ამიტომაც ვერ გაამართლეს სცენარისტებმა
01:54 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახი
რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, როგორც არ უნდა შეიცვალოს ღამის შოუს შემადგენლობა - შუა ქალაქის მსგავ კომედიურ სერიალს ვერასოდეს ვეღარ გადაიღებენ, რას ერჩოდნენ, მშვენიერი რეიტინგი ქონდა სერიალს.. P.S მსახიობებსაც დაღი დაასვეს, ქეთევნს, თამარს, ლაშას, ანანოს და სხვებსაც მაყურებელი ვეღარ ეგუება სხვა როლში :)
01:51 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქალაქელი
ნიჭიერი არის ტაკიმასხარაობაში უდავოდ.მაგრამ კაცური ძმაკაცური ტიპაჟია.ქალად არ ვარგა.ეს ნისკარტი მაინც მოიცილოს ამ ქალმა
09:50 / 20-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ვეკო
ან რუსკას უნიჭობა სად ნახეს?მე ვფიქრობ რომ ნიჭიერი რომ იყო იმიტო ვერ უწერდნენ სცენარს ცხვენოდათ..
16:19 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS