05 მარტი, 2017
„მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ-თქვენი დამსახურებაა“!
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის გარდაცვალებისგამო გვერდში დგომისთვის ყველას მადლობას უხდის. 

„სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს თეა გვარამიას, რომ არა ის - მე არ ვიქნებოდი!

ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებ საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს-და მის დედას ნანუკას, ცოცხალი რომ ჩავედი
პარიზში ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!

საქართველოს საელჩოს საფრანგეთში ეკა სირაძეს, გოჩა ჯავახიშვილს ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს-ჩემი გადარჩენისთვის!

საქართველოს ავიახაზებს, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! ჩემს „რუსთავი2“-ს -უთქვენოდ მე მოვკვდებოდი!

არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არსოდეს შევხვედრივარ ნიკა გვარამიას-მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! და რაც მთავარია ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! მადლობა ყველას მე რომ დღეს ცოცხალი ვარ-თქვენი დამსახურებაა“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მარონა
დედას რომ შვილი მოუკვდება ვაიმ იმ დედის სიცოცხლეს,უფალმა სიმტკიცე და გამძლეობა გიბოძოთ გააგრძელოთ ცხოვრება თქვენი ანგელოზი ნუცას სულის უკვდავსაყოფად!!ძალიან ვწუხვარ ,გული მიკვდება !!ძლიერი დედა და ქალი ხაარ ჩემო კარგოო და ასე უნდა გააგრძელოო!!
23:43 / 06-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
მაიკო შენმა ტრაგედიამ ყველა შეგვაშფოთა, ვწუხვართ, გაუზელი ისევ ნუცას ხატრით, რას იზამ შენ მარტო არ ხარ მაგ დგეში, ცხოვრება გრზელდება.
17:21 / 06-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
მაი ვაი ისეთი სიცოცხლე ახლა შენ რომ ხარ.მაგრამ რას იზამ.ეს ცხოვრების სასტიკი კანონია.ისევ უნა იცოცხლო და ისევ უნდა გამოხვიდე ასპარეზზე როგორც იყავი.ისევ ნუცას ხათრით.ისევ ნუცას სჭირდები.უფრო ვიდრე ადრე.გამაგრდი
10:01 / 06-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ყველა გვერდში გვიგულეთ, დედები რომელთაც თქვენს ტკივილს ატარებენ, აგრძელებენ ცხოვრებას,, თქვენც უნდა შეძლოთ!
00:18 / 06-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინკა წვენიაშვილი
ქალბ.მაია მე უბრალოდ ერტი ებრაელი ქალი ვარ 55 წ ისრაელის მოქალაქე თქვენი გადაცემის ერტი მოყვარული ადამიანი მე როგორც კი ეს ტრაგედია გავიგე ჩემი ფს პროფილის სურატი გადმოვიღე და ტქვენი და ნუცას სურატი დავდე საპატივცემოლოდ და ხალს ეგონა ჩემს ფს ერწვა მაია ასატიანი მტრლი 23.2.17 და 26.2.17 ეჰონატ მე ვიყავი ასატიანი და ატადობიტ გლოვა გახიარება და კომენტარები ჩემტან მოდიოდა ხალხი ტიროდა ჩემს ფეისზე ჰულახდილად გეტყვიტ რო ძალიან ბევრი ამაყობდა ტქვენი ნასწავლობიტ გამოსვლიტ რო ხარტ უძვირფასესი ჟურნალისტი და რო ხარტ უძვირფასესი ადამიანი და გეგიცებიტ ეს 3 ტუ 4 დღე თითქმის აფეტქდა ჩემი ქართული სულოვანი ებრაელები ჩემი პროფილი მგლოვიარე კონენტღებიტ აფეტქდა არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის როგორ გაგიადვილო მწუხარება მარა ნუცას გულისტვის უნდა იცოცხლო ეს უნდა შეძლო ერტს გტცოვდი გმრრტნა ძალა დაღონე მოგცეს ყოველივე ეს გადაიტანო უფალი ტქვენსკენ ამინ
23:07 / 05-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS