03 მარტი, 2017
ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს გოგონა შეეძინათ - ვისი სახელი დაარქვეს შვილს
''ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს. ჩემს უსაყვარლეს ადამიანს და ცხოვრების დიდ ნაწილს ლელა კილაძეს, ვულოცავ პატარა თრინითის დაბადებას! მიყვარხართ!'' წერს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ფეისბუქზე. 

ლელა კილაძისთვის ეს მეოთხე შვილია, გუკა რჩეულიშვილს კი რომელიც ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით ციხეშია, მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან გოგონა ჰყავს.

უცნაური სახელი თრინითი კი ფილმ ''მატრიცას'' გმირ ქალს ჰქვია და როგორც ჩანს, წყვილმა სწორედ მის საპატივსაცემოდ დაარქვეს შვილს სახელი. 
ბეჭდვა