27 თებერვალი, 2017
როგორ აღმოჩნდა გიორგი ვარდოსანიძე სომეხი მომღერლის კლიპში
მსახიობი გიორგი ვარსოსანიძე ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა მომღერლების კლიპებში. რამდენიმე სიმღერა თავადაც ჩაწერა და მსახიობობის პარალელურად შეიძლება ითქვას, მომღერლის კარიერაც აქვს.

ამჯერად გიორგიმ ინტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც მსახიობ ნათია წიწილაშვილთან ერთად მონაწილეობს.

ვიდეოს ნახვის შემდეგ გიორგი ვარდოსანიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გიორგი, რასთან დაკავშირებით გადაიღეთ კლიპი ?
- სომეხი მომღერლის გრიგორი ესაიანის, კლიპია ''მორანამ''(დავიწყება). 

- როგორ აღმოჩნდი სომეხი მომღერლის კლიპში?
- პროდიუსერებმა დამირეკეს და თანამშ
რომლობა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი.

- სომხური გესმის?
- არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ სიმღერა სიყვარულზეა.

- რატომ გაუჩნდა სომეხ მომღერალს თბილისში კლიპის გადაღების სურვილი ქართველი მსახიობების მონაწილეობით?
- წარმოდგენა არ მაქვს.

- კლიპს ბევრი ნახვა აქვს, ალბათ სომეხი თაყვანისმცემლები შეიძინე.
- ალბათ.
ბეჭდვა