24 თებერვალი, 2017
რა ხდება მარიტა როხვაძის ცხოვრებაში - "ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ"
მომღერალი მარიტა როხვაძე "ფეისბუქის" საშუალებით აქვეყნებს მიმართვას: "ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ!!! კარმა არ დაგავიწყდეთ !!!". მომღერალს არ აქვს მითითებული, კონკრეტულად ვის გულისხმობს.

"ყველა ის ადამიანი მეჯავრებით ვისაც სხვისთვის ბოროტება გინდათ და ნეგატიურ ენერგიას აფრქვევთ!!! ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ!!! კარმა არ დაგავიწყდეთ !!!",- წერს მარიტა.

რა უსიამოვნებებია მარიტას როხვაძის ცხოვრებაში და ვისთან აქვს მას კონფლიქტი უცნობია.

"გეთანხმები, შენს გვერდით ვარ!", "ამინ!", "ღმერთი ზემოდან იყურება, ყველას მისას მიუზღვევს" - წერენ მარიტას "ფეისბუქის" მეგობრები.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა