23 თებერვალი, 2017
მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა
მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.

"ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია", წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ნუცა 18 წლის იყო.

„ყველას მინდა გთხოვოთ, ილოცეთ ჩემი შვილისთვის! მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ ახლა! დამეხმარეთ! და თუ ოდნავ მაინც გესმით ჩემი, ნუ დააშეარებთ ამ პოსტს!

სრულ სასოწარკვეთილებაში ვარ! და მინდა ჩემი პატარა იმ საშინელი ბოროტი ენერგეტიკისგან დავიცვა, რაც მუდმივად ახლავს ჩემს ცხოვრებას“, წერდა მაია ფეისბუქზე.
ბეჭდვა