21 თებერვალი, 2017
მაია ასათიანის პასუხი კრიტიკოსებს - ''უფრო ხმამაღლაც მიყვირია...''
''გპასუხობთ ყველას ერთად-უკვე იდეაფიქსად ქცეულ შეკითხვაზე! სად ვიყავი 7ნოემბერს?-იმედში! სად ვიყავი სანრო გირგვლიანის მკვლელობის დროს?-იმ გადაცემაზე ვმუშაობდი ეს თემა პირველად სადაც გაშუქდა-"დროებაში"!

რატომ ვარ იქ სადაც ვარ?-იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დახშობა! უფრო ხმამაღლაც მიყვირია- კურიერის ჩართვაში, 2007 წელს იმედის ეზოდან რომ მოვრბოდით, ზურგში რეზინის ტყვიები გვხვდებოდა და წინ მომწავლავი აირის ნისლი იდგა! კონკურენტმა, დაპირისპირებულმა არხმა მოგვცა ეთერი მაშინ, იმ "სამთავრობო" კურიერში ისმოდა ჩემი ყვირილი''!, წერს მაია ასათიანი ფეისბუქზე. 

შეგახენებთ,
''რუსთავი 2''- ის მხარდამჭერ აქციაზე მაია ასათიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბეჭდვა