21 თებერვალი, 2017
"ანა, შენი სისხლი არ შერჩებათ!.." - თვითმკვლელობა თუ მოძალადე ქმრის კიდევ ერთი მსხვერპლი?
თბილისში კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ საზარელ შემთხვევას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. 25 წლის ანა ლომაშვილი, ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტი, ყოფილი ქმრის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამჟამად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რადგან ექსპერტებმა სუიციდის ფაქტი დააფიქსირეს.

როგორც ლომაშვილის ყოფილი ქმარი აცხადებს, გარდაცვლილი მან იპოვა კვირას ღამით. შაბათ-კვირას ყოფილ ცოლს ბავშვი ყოფილ ქმართან მიჰყავდა ხოლმე, რომ ერთმანეთი ენახათ. ამ შაბათ-კვირასაც მიიყვანა, თუმცა კვირას შუა ღამის 2 საათზე ქმარმა გარდაცვლილი იპოვა. ჩათვალეს, რომ თავი მოიკლა.

ამ ვერსიის არ სჯერათ  ოჯახის ახლობლებს,
გოგონას ნათლიას, რომელთანაც ანა ქმართან გაშორების შემდეგ ცხოვრობდა და მის თანამშრომლებს, რომლებსაც ხშირად უნახავთ ქმრის მიერ ნაცემი და დასისხლიანებული გოგონა და ბევრჯერ ურჩევიათ, სამართალდამცველებისთვის მიემართა, რაზეც მისგან უარს იღებდნენ. მათ ცხედარიც ნახეს და ამბობენ, რომ გოგონას ძალადობის კვალი აქვს, ხოლო იმ ნივთის ნაკვალევი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა, არსად არ აღენიშნება. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
ვიდრე ქართველი დედების უმრავლესობა ბიჭების სწორად აღზრდას არ ისწავლიან,მანამდე გაგრძელდება ეს სიბოროტე და განუკითხაობა! საზიზღარი მენტალობის ხალხი ვართ,თავდაპირველად,ბიჭის დაბადება უფრო გვახარებს,ჩვენდა სამარცხვინოდ,ვიდრე გოგოსი,იზრდება და თავში ვაჭედებთ,რომ ის კაცია,თავია,უფროსია,მისთვის ყველაფერი ნებადართულია და ცოლი მას უნდა ემსახუროს აუცილებლად,ისევე როგორც მანამდე დედა ემსახურებოდა,ქალმა კი უნდა ითმინოს გინება,ცემა,ბოლოს კი შეეწიროს კიდეც ქმარს,როგორც ზვარაკი! ყოველი მეორე ბიჭი ამ ,,ტრადიციების დაცვით" იზრდება და რა გასაკვირია,ცოლებს რომ ხოცავენ...უკვე მესამე ქალი ამ წელში, ეწირება ამ შემზარავ მენტალობას...
20:35 / 22-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS