20 თებერვალი, 2017
ინგა გრიგოლია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - „ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში“
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდნაც ცნობილი ხდება, რომ სიკვდილს გადაურჩა.

„ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში.

გამოვედი სამსახურიდან... გადმოვდივარ გადასასვლელზე. ჩემი გზაა, მწვანე ანთია, მოვდივარ და ვფიქრობ, გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე...

არსაიდან გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი,რომ ვერ გაჩერდებოდა, კივილი, ტორმუზების ხრჭიალი და სადღაც გადავხტი.

მოკლედ გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ
თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ.

მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. არ მცოდნია.. დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში“., წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.
ბეჭდვა