"მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში…
" სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა
"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს… კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა… უფრო სწორად, არ გაწყობდა… აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც "სულ ყველაზე ლამაზი უწოდე" … თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე… არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ… მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე… ეს დასასრულია…"- დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ბევრი წერდა, რომ შეყვარებულის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო გამართლებული.
მომხდარს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკიდან ეხმაურება.
''როგორ არ გრცხვენიათ ამდენი ბოროტება, ამდენი სიძულვილი, ამდენი განკითხვა ხალხო, რა ჯანდაბაა ამდენი ღვარძლი!
თქვენ ტვინიანები ხართ? უტვინო გოგომ როგორ მოიკლა თავი მახინჯი თუ არაკაცი პიმენია თუ პილმენისთვის?
იქნებ იმისთვის ის ყველაფერი იყო. ზუსტად ისეთი არაკაცი და ნაგავი უყვარდა? იქნებ, მის გარეშე ცხოვრებას მართლა აზრი ეკარგებოდა, იქნებ მისი ყურება სხვა ქალან უფრო მეტი ჯოჯოხეთი იყო, ვიდრე იმქვეყნიური?
არ ჯობია თქვენი სულის ხსნაზე და გადარჩენაზე იფიქროთ, ვიდრე აწ განსვენებულის განკითხვას შეეშვათ?
არასდროს არ თქვა არასდროს, რადგან არ იცი, შენ რას იზამ!
ცოდო ისაა, ვისაც სიყვარული არ შეუძლია! ამ გოგონას შვილიც არ ჰყავდა, ვისთვისაც სიცოცხლეს გააგრძელებდა!
ღმერთმა შეუნდოს და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი! ამინ''!