17 თებერვალი, 2017
ტოპ 10 ქართველი სასურველი სასიძო
ქართველი მამაკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ახოვანი აღნაგობითა და თავისებური შარმით. არც ერთ ლექსიკონში არ მოიძებნება "მამაკაცურის" შესატყვისი სიტყვა, ანუ სიტყვა, რომელიც ნიშნავს კაცურს და აღნიშნავს მამაცს, ძლიერსა და მკაცრს ერთდროულად. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქართველ მანდილოსნებში, იმის დასადგენად თუ ვინ არის ქართველი ცნობილი სახეებიდან ყველაზე სასურველი სასიძო.

გაეცანით ათეულს:

თორნიკე კვინტატიანი არც ისე დიდი ხანია, მაყურებელმა რუსული "ვოისიდან" გაიცნო, თუმცა მან ქართველი და არა მარტო ქართველი მანდილოსნების გული ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო.
Rating


ავთანდილ აბესლამიძე მაყურებელმა პროექტ "იქს ფაქტორიდან"
გაიცნო. მომღერალმა ძალიან მალე მოიპოვა მაყურებლის, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სიმპათია. ის ჩვენს ათეულში მეცხრე ადგილს იკავებს.


Rating
ალბათ, მართალია რომ ამბობენ ქალებს ყურებით უყვართო, რადგან შემდეგი სასურველი სასიძოც ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა. ქართველი ქალბატონების დიდი ნაწილი მომღერალმა გიგი ადამაშვილმა მოხიბლა.

Rating

იმისთვის, რომ ქალებს უყვარდე, სიმღერა თუ არა, ლაპარაკი მაინც უნდა შეგეძლოს. როგორ წარმოგედგენიათ ამგვარი ათეული კარგი მჭერმეტყველის, გარეშე?! დიახ, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა სასურველ სასიძოდ, სწორედ კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, ილო ბეროშვილი დაასახელა.


Rating
გიორგი ნაზღაიძეც, უფრო მჭერმეტყველად მოისაზრება, ვინაიდან პროფესიით იურისტია, თუმცა მან ქართველი გოგონები, მეტწილად ვიზუალური მონაცემებით მოხიბლა, რადგან ცნობილიც, სწორედ ათლეტური აღნაგობის დამსახურებით გახდა.

Rating
პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყურების დროს, უამრავ ქალს უოცნებია რეზიკო რობაქიძის მეწყვილის ადგილზე ყოფილიყო და მასთან ერთად შეესრულებინა ვნებიანი, ცეცხლოვანი ცეკვები. რეზიკოს თაყვანისმცემელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, სწორედ ამ პროექტის შემდეგ.


Rating
ტელე-წამყვანი გიორგი ვარდოსანიძე, საკმაოდ სკანდალური პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. გიორგი პროფესიით მსახიობია, ის მაყურებელმა სერიალის, "გოგონა გარეუბნიდანს" დამსახურებით გაიცნო. გიორგის იმიჯზე ალბათ იმანაც მოახდინა გავლენა, რომ ის სერიალში მექალთანე ბიჭის როლს ასრულებდა.


Rating
გამოკითხულთა უმრავლესობამ მომღერალი ანდრია გველესიანი დაასახელა. მაგრამ, ანდრია გველესიანის გული უკვე დიდი ხანია დაკავებულია, მას უკვე მეშვიდე წელია შეყვარებული ჰყავს. 


Rating
მოცეკვავე ოთო ფალავანდიშვილი მოდელის, ანა ახვლედიანის შეყვარებული იყო, თუმცა ამჟამად არავინ იცის დაკავებულია თუ არა მისი გული. ოთო ფალავანდიშვილი მეორე ადგილს იკავებს სასურველი სასიძოების ათეულში.

Rating

სასურველთა შორის ყველაზე სასურველი რატი დურგლიშვილი გახლავთ. მომღერალს აქვს რაღაც განსაკუთრებული, თავისებური შარმი, რითიც ასე შეაყვარა სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს თავი. მომღერალი რატი დურგლიშვილი ჩვენს ათეულში პირველ ადგილზეა.
Rating
მერიემ კაკაურიძე


ბეჭდვა