გაეცანით ათეულს:
თორნიკე კვინტატიანი არც ისე დიდი ხანია, მაყურებელმა რუსული "ვოისიდან" გაიცნო, თუმცა მან ქართველი და არა მარტო ქართველი მანდილოსნების გული ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო.
ავთანდილ აბესლამიძე მაყურებელმა პროექტ "იქს ფაქტორიდან"
ალბათ, მართალია რომ ამბობენ ქალებს ყურებით უყვართო, რადგან შემდეგი სასურველი სასიძოც ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა. ქართველი ქალბატონების დიდი ნაწილი მომღერალმა გიგი ადამაშვილმა მოხიბლა.
იმისთვის, რომ ქალებს უყვარდე, სიმღერა თუ არა, ლაპარაკი მაინც უნდა შეგეძლოს. როგორ წარმოგედგენიათ ამგვარი ათეული კარგი მჭერმეტყველის, გარეშე?! დიახ, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა სასურველ სასიძოდ, სწორედ კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, ილო ბეროშვილი დაასახელა.
გიორგი ნაზღაიძეც, უფრო მჭერმეტყველად მოისაზრება, ვინაიდან პროფესიით იურისტია, თუმცა მან ქართველი გოგონები, მეტწილად ვიზუალური მონაცემებით მოხიბლა, რადგან ცნობილიც, სწორედ ათლეტური აღნაგობის დამსახურებით გახდა.
პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყურების დროს, უამრავ ქალს უოცნებია რეზიკო რობაქიძის მეწყვილის ადგილზე ყოფილიყო და მასთან ერთად შეესრულებინა ვნებიანი, ცეცხლოვანი ცეკვები. რეზიკოს თაყვანისმცემელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, სწორედ ამ პროექტის შემდეგ.
ტელე-წამყვანი გიორგი ვარდოსანიძე, საკმაოდ სკანდალური პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. გიორგი პროფესიით მსახიობია, ის მაყურებელმა სერიალის, "გოგონა გარეუბნიდანს" დამსახურებით გაიცნო. გიორგის იმიჯზე ალბათ იმანაც მოახდინა გავლენა, რომ ის სერიალში მექალთანე ბიჭის როლს ასრულებდა.
გამოკითხულთა უმრავლესობამ მომღერალი ანდრია გველესიანი დაასახელა. მაგრამ, ანდრია გველესიანის გული უკვე დიდი ხანია დაკავებულია, მას უკვე მეშვიდე წელია შეყვარებული ჰყავს.
მოცეკვავე ოთო ფალავანდიშვილი მოდელის, ანა ახვლედიანის შეყვარებული იყო, თუმცა ამჟამად არავინ იცის დაკავებულია თუ არა მისი გული. ოთო ფალავანდიშვილი მეორე ადგილს იკავებს სასურველი სასიძოების ათეულში.
სასურველთა შორის ყველაზე სასურველი რატი დურგლიშვილი გახლავთ. მომღერალს აქვს რაღაც განსაკუთრებული, თავისებური შარმი, რითიც ასე შეაყვარა სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს თავი. მომღერალი რატი დურგლიშვილი ჩვენს ათეულში პირველ ადგილზეა.
მერიემ კაკაურიძე