15 თებერვალი, 2017
ბექა ჩხაიძე დაოჯახდა - ვინაა მომღერლის რჩეული(+ფოტო)
ბექა ჩხაიძე დაქორწინდა, ჯგუფ "ალილოს" ერთ-ერთი წევრის რჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თეონა ჯაფარიძეა.

ბექა თბილისში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მისი სასიყვარულო ისტორიები ხშირად ხვდებოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე.

წლების წინ ბექა სკანდალში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილის სიყვარულის გამო გაეხვა. წყვილი გაიპარა.

თუმცა, როგორც ამბობენ, ვანო ჩხარტიშვილმა შვილი აიძულა, ბექას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მაშინ ბექა ციხეში მოხვდა. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ბექა გაათავისუფლეს.

მეორედ ბექას სიყვარულით ქართული პრესა მაშინ დაინტერესდა, როდესაც ის და მოდელი და ტელეწამყვანი ეკო
ფანგანი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, წყვილი ეკო ფანგანის ინიციატივით დაშორდა. მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ბექა ქალებთან ფლირტს ვერ გადაეჩვია.

როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა. გავრცელებული ინფორმაციით ბექა და თეონა ერთმანეთი გასულ ზაფხულს საერთო მეგობარმა გააცნო. წყვილი ამჯერად გურიაშია. სოციალური ქსელის საშუალებით უამრავ მილოცვას იღებენ.  

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მზია
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ
12:46 / 28-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან, ძალიან კარგი გოგოა თეონა, უკეთილშობილესი, თბილი, მოსიყვარულე, სიკეთით აღსავსე !!! უბედნიერეს ცხოვრებას იმსახურებს ნამდვილად. იბედნიერეთ ჩემო კარგებო.
16:42 / 24-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნაკა
დამშვიდდება აბა ,,იმედიც,, და ხოფერიაც.მტელი გადაცემა მაჭანკლობას მოუნდა,როგორმე ეს ბიჭი გაეორმაგებინა.წყვილი მართლა კარგია და ვულოცავ
12:46 / 19-02-2017
გამოხმაურება / 0 /
სოხუმელი
ბედნიერებას გისურვებთ!
01:24 / 16-02-2017
გამოხმაურება / 0 /
Tamila
Gilocav......gamexarda dalian
23:35 / 15-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS