03 ნოემბერი, 2013
შორენა ბეგაშვილმა საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა
მართალია, ნანაძესთან რომანს სექსსიმბოლო დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა და ამას ფოტოზე ჩახუტებული წყვილიც სახეებიც მოწმობ „მორჩა, დასამალი არაფერი აღარ მაქვს“ - ამ შინაარსის ტექსტი მოგვივიდა „რეიტინგის“ ოფიციალურ გვერდზე... ამ საინტერესო მესიჯის ავტორი შორენა ბეგაშვილი-ნანაძის სახელით გვწერდა და სურათიც გამოგვიგზავნა, რომელზეც შორენა ბეგაშვილი და ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე ერთად არიან გადაღებული.

მართალია, ნანაძესთან რომანს სექსსიმბოლო დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა და ამას ფოტოზე ჩახუტებული წყვილიც
სახეებიც მოწმობს.

ირაკლი ნანაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გახლავთ, ჰყავს მეუღლე და შვილები. როგორც ცნობილია, მეუღლესთან ოფიციალურად ჯერ არ განქორწინებულა, თუმცა ფაქტია, რომ შორენაზე შეყვარებულია და როგორც ამბობენ, შესაძლოა წყვილმა ოფიციალურად იქორწინონ.

სავარაუდოდ, ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებენ, როდესაც ნანაძე მეუღლეს ოფიციალურად დაშორდება.

ირაკლი ნანაძის ფინანსურ შესაძლებლობებზე ლეგენდებს ჰყვებიან. იმასაც ამბობენ, რომ მსახიობსა და ტელეწამყვანს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს და მოგზაურობასაც უფინანსებს.

ცხადია, არ გვჯერა, რომ ფოტოები და ინფორმაცია, რომელიც შორენა ბეგაშვილი-ნანაძის პროფილით დარეგისტრირებულმა პიროვნებამ მოგვაწოდა, ნამდვილად შორენაა, მაგრამ ფაქტია, რომ წყარო, რომელიც წყვილის შესახებ გვწერს, ამ ინფორმაციას შორენას და ირაკლის ფოტოთი ამყარებს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედია, ამჯერად მაინც არ უარყოფს მსახიობი ნანაძესთან ნაცნობობას მაინც.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

ბეჭდვა