12 მაისი, 2013
ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი...
ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა. ირაკლი ალასანიას მოლოდინში მომავალ პრეზიდენტად განათლების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შეგვრჩა. ჯერ კიდევ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებდა, მომავალ პრეზიდენტად კი ირაკლი ალასანიას მოიაზრებდნენ. ირაკლის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს ჟურნალისტები ხშირად უსვამდნენ კითხვებს მომავალი პირველი ლედობის შესახებ.

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილი პრემიერი გახდა, პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო სია კი
გაიზარდა. შაბათს „შუშის სასახლეში“ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეიკრიბა. სპეციალურ ბრიფინგზე კი პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერმა, ყველასთვის მოულოდნელად, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. საზოგადოების ნაწილს იმედი გაუცრუვდა, ნაწილი კი ფილოსოფოსი მინისტრის გაპრეზიდენტების პერსპექტივით აღფრთოვანებული დარჩა.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, საზოგადოებას მორიგი სადარდებელი გაუჩნდა, თუ ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი მომავალი პირველი ლედი გახლავთ. „ფეისბუქის“ პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებულები. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია „პიკში“ მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. „ელექტროტალღები“ - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტრიალებდა.

Ratingპრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა - „მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი“. მომავალი პირველი ლედის სტატუსს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ისინი წინასწარ ულოცავდნენ გიორგის გაპრეზიდენტებას. ერთ-ერთი მათგანი კი სთხოვდა, ამის მიუხედავად, დუშეთში ცხოვრებაზე უარი არ ეთქვათ.

იმედია, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად ჩაებმება საპრეზიდენტო მარათონში, ის უფრო გახსნილად ისაუბრებს თავის პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

ნინო კანდელაკი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
=====
ჩიჩუა პირველი ლედი არ არის.ყველაფრის შებილწვას ცდილობენ.ორი მრუშის ვიზიტიც საპატრიარქოში მისი უწმინდესობის შეურაცხყოფაა
18:08 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ასეთი ცრუ ინფორმაციებით სახელს იფუჭებთ ჟურნალისტებო და ჩიჩუავ მარველაშვილი ამბობს საყვარელია ჩიჩუაო და პირველი ლედი როგორ არის აუხსენით საზოგადოებას? ჩიჩუა ევა ბრაუნივითაა რომეიც გიტლერს არ შორდებოდა და პროვოკაციებს უწყობდა სიყვარულზე ვაითუ მარგველაშვილიც გიტლრერისნაირი გამოდგა ვაი...ისე მარგველაშვილის შვილის დედაზე რატომ არაფერს წერთ ჟურნალისტებო ის ქალი მოკვდა თუ ცოცხალია აინტერესებს საზოგადოებას ვიდრე ჩიჩუას ტრუსიკიანი სურათები...
12:13 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
კარგი სადარდბელი გაგიჩნდათ ხელი რომ არ ჰქონია მარგველაშვილს მოწერილი ცოლთან:))))))))))))))))))
00:08 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
მემგონი დავიღუპეთ !!! მიშა საუკეთესო შეიძლება არ იყო,მაგრამ ის მაინც გვეამაყებოდა რომ ნაკითხი,განათლებული პრეზიდენტი გვყავდა !!! ელემენტარული ჩაცმა და ლაპარაკი მაინც არ ეშლებოდა :(((
23:45 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
წინასწარ არავინ იცის ვინ როგორ წარმართავს ქვეყანას,მისაზე რას იტყვით,უცოდველი იყო? არავის ცოდვა არ ადევს კისერზე? როგორ ფიქრობთ.ვფიქრობწინასწარ სხვისი განსჯა არ არის მართებული.ვაცდოთ ახალ პრეზიდენტს,იქნებ გმერთმა ქნას და სწორად წარმართოს ქვეყანა..
15:23 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS