02 თებერვალი, 2017
რეპერი გუფი მასა და ქეთა თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - „სასამართლოში რომ ვუჩივლო, ამასაც არ აქვს აზრი“
უკვე რამდენიმე დღეა ,რუსული და ქართული ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. 
ატეხილ სკანდალს ინტაგრამზე გუფი შემდეგი პოსტით ეხმაურება. 

„არც კი ვიცი, ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია მქონდეს. Лайфньюз- მა მთხოვა, კომენტარი გამეკეთებინა ატეხილ სკანდალზე. მაგრამ რადგან კარგად ვიცი, მათი შესაძლებლობები, შეუძლიათ, ყველაფერი აურიონ, მათთან კონტაქტზე არ გავდივარ. სასამართლოში რომ ვუჩივლო, ამასაც არ აქვს აზრი, ისინი ყველა შემთხვევაში გამოძვრებიან.

მე კიდევ ერთხელ გავჩუმდებოდი, რაც მილიონჯერ გამიკეთებია ამ შემთხვევამდე. მაგრამ ამჯერად ისინი მხოლოდ
 მე არ შემეხნენ.

მე და ქეთის კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. მაგრამ ჩვენ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დასასვენებლად ერთად წავიდეთ.

მხოლოდ მას შემდეგ გავიგე ერთ კუნძულზე რომ ვისვენებდით, რაც მოსკოვში დავბრუნდი და სტატია წავიკითხე.

მე დიდ პატივს ვცემ ქეთის და მის ოჯახს. ქეთი ნამდვილად არ იმსახურებს, რომ ამ ისტორიაში იყოს ჩათრეული.

მე ადამიანს, რომელსაც არცთუ ისე კარგი რეპუტაცია მაქვს, ასეთი სკანდალი შეიძლება, მაწყობდეს კიდეც, მაგრამ შეეძლოთ სულ სხვა ვინმეზე მოეგონათ ამბავი“.

„აბსურდულ რამეს ამბობ, გუფი, ქმრის წინაშე მოგიწევს თავის მართლება“, წერენ ინტაგრამზე.


ასევე იხილეთ :


ქეთა თოფურია რეპერ გუფთან რომანზე საუბრობს - ''ქმარს ჯერ არ დავშორებივარ''

ბეჭდვა