30 იანვარი, 2017
10 ქართველი, რომლებიც ბავშვობიდან ვარსკვლავები არიან
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ წარმოუდგენია საკუთარი თავი, რომელიმე მსახიობის, მომღერლის, მოდელის ან სხვა ცნობილი ადამიანის ამპლუაში. სასიამოვნო წარმოსადგენია, როცა ყველა გიცნობს და ყველას უყვარხარ, გამუდმებით ყურადღების ეპიცენტრში ხარ და ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურები... თუმცა არსებობენ ადამინები, რომლებსაც ნატვრის საშუალება არასდროს ჰქონიათ, რადგან პოპულარობა ბავშვობიდანვე მოიპოვეს.

მსახიობ გია როინიშვილისა და ბავშვობიდანვე ყველასათვის საყვარელი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი, ასევე სიმღერის ნიჭითაა სახელგანთმული. ის უფრო ადრე გაიცნო ხალხმა, ვიდრე მისი ნიჭიერება და ტალანტი.


Rating

მოდელი ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, ჯერ კიდევ სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. წარმატების მიღწევაში გოგონას საოცარი ქარიზმატულობა და იდეალური პარამეტრები დაეხმარა, მაგრამ მას მაყურებელი მანამდე, სანამ წარმატებას მიაღწევდა, იცნობდა, როგორც სელებრითის შვილს.
Rating
კვალიაშვილებს წარმატება, ნიჭიერება და მსმენელის კეთილგანწყობა მემკვიდრეობით გადაეცემათ. ცნობილი დედისა და ბებიის შთამომავალი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ვარსკვლავად დაიბადა.
Rating
როდესაც პროექტის, "შენ შეგიძლია ცეკვის" სცენაზე ნიტა ლომიძე გამოვიდა, ჟიურის წევრებმა, ისევე, როგორც, მაყურებელმა მაშინვე ამოიცნო ცნობილი წყვილის - ტელეწამყვან ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილი. ამ შემთხვევაში დედის გენი დომინირებს, ნიცა თავისი პლასტიკურობითა და ტალანტით პროექტის გამარჯვებული გახდა და ცნობადობაში ის არც დედას ჩამორჩება და არც - მამას.
Rating
მარიამ გეგუჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი ქალიშვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გონიერება და ნიჭიერება მარიამს დედისგან გენეტიკურად გადაეცა, მას ბლოგი ჰქონდა დედის გადაცემაში, შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ეკრანზე ხშირად აღარ ჩანს, საზოგადოების ყურადგება არასდროს აკლია, მარიამის პირადი ცხოვრებით ხშირად ინტერესდებიან.
Rating

























ნინი ბადურაშვილმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები ღრმა ბავშვობაში ბასტი-ბუბუს კონცერტებზე გადადგა. მან ულამაზესი, ყველასათვის ცნობილი დედის დამსახურებით სახელი პატარაობიდანვე გაითქვა.
Rating
ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა ნანა ჩარკვიანმა 2013 წელს მიიღო მონაწილეობა პროექტ "ნიჭიერში". მასაც მემკვიდრეობით გადაეცა ნიჭიერება, თუმცა მის შემთხვევაში ტალანტი სხვაგვარად გამომჟღავნდა. გოგონამ მაყურებლის გული არათუ სიმღერით, არამედ ცეკვით მოიგო. "ყველას გონია,რომ რადგან ირაკლის შვილი ვარ, მაგიტომაც მე უნდა ვიმღერო, მაგრამ არა, არ არის ეგრე" - თქვა ნანამ. პატარა ჩარკვიანმა ჟიურის წევრები "street style-ითა და "ჰიპ-ჰოპ"-ით მოხიბლა.
Rating








''ქუჩის ბიჭების'' მომღერლის ზურა ხაჩიძის ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეც მოხვდა ამ ათეულში. ანასტასიამ მსმენელს თავი "პროფილში" ნამღერი "პეპით" დაამახსოვრა. "როგორი საყვარელია?!", "მამას ნებიერა", "პრანჭია", "ძალიან საყვარელია", - წერენ ანასტასიას ვიდეოს კომენტარებში. გოგონა ძალიან კარგად ფლობს ფრანგულ ენას და მსახიობობა სურს.

Rating
საქართველოს სექს სიმბოლოს, შორენა ბეგაშვილის სილამაზითა და ეშხით მოხიბლული მაყურებელი მის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს ხშირად აკრიტიკებდა. ლამაზმანი დედის ჩრდილში მოზარდი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. გარდატეხის ასაკში გოგონა ძალიან დაიხვეწა და ახლა უკვე სოციალური ქსელები და ჟურნალების გარე ყდები მისი ფოტოებითაა აჭრელებული. ევა ბარბაქაძე დედას ძალიან დაემსგავსა და უკვე მათ შორის რომელი უფრო ლამაზი და სექსუალურია ამაზეც დაობენ.
Rating


















ევას თანატოლი და ახლო მეგობარია კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, ნატალია. თუმცა ნატალიას პოპულარობა არა მეგობრის ცნობადობის არამედ ცნობილი ბაბუის, დედისა და მამის დამსახურებაა. ნატალია არც მღერის, არც მსახიობია და არც მოდელი. ის ზოგჯერ დედასთან ერთად დადის გადაღებებზე. ნატალია ყიფშიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ვარსკვლავური ოჯახის შვილს.
Rating
მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა