24 იანვარი, 2017
გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოუგო
რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ მსახიობი გია როინიშვილი თეატრიდან გაათავისუფლა.

დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. რომელიც გია როინიშვილის გამარჯვებით დამთავრდა. მსახიობი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ რეჟისორს კიდევ ერთხელ მოუგო სასამართლო პროცესი.

''როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ, მოგების მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო...

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი სრულიად!

მიხარია, რომ სამართლებრივადაც მართალი აღმოვჩნდი''!, წერს მსახიობი. 

ასევე
წაიკითხეთ:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
fan
ნაციონალი რომ სამართლებრივად მართალი იქნები, რა გასაკვირია! ... ახლა საით ხარ - ბოლშევიკებთან თუ მენშევიკებთან?
21:03 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS