რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა მესამედ დაოჯახებას აპირებს. შეგახსენებთ, ქალაქის ყოფილი მერი ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია იყო, რომელთანაც უგულავას ორი შვილი ტასო და თინა ჰყავს. თაკო ცაგურიასთან დაშორების შემდეგ უგულავამ ლელა კილაძეზე იქორწინა, მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ თბილისში ბევრს ჭორაობდნენ, ამბობდნენ
გიგი უგულავას დაკავებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის და ლელა კილაძე დაშორდნენ. მალევე გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დანგრევის შესახებ - ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მისი და ლელა კილაძის 6-წლიანი ცხოვრება დასრულდა. 2016 წლის გაზაფხულზე ლელა კილაძემ პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.
რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - ყოფილი მერისა და გია ბარამიძის ყოფილი მეუღლის, ეკა ჯაფარიძის ლავ-სთორის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის და უგულავას რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც უგულავა ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა. იხილეთ სრულად