23 იანვარი, 2017
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში ეხვევა - ვინ არის ქალი, რომელსაც ნორა ბიცოლას როლი მოარგეს
''ჩემი ცოლის დაქალების'' მეთერთმეტე სეზონი სკანდალით დასრულდა.  ნორა ბიცოლას ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა. როგორც გაირკვა ფოტო ჰანნა არენდტს ეკუთვნის.

ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ტოტალიტარიზმის თეორიის შემქნელია. დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიიდან გადმოსახლებული ებრაელების, ინჟინერ პაულ არენდტისა და მარტ კონის ოჯახში, ლინდენში.

განათლება მიიღო მარბურგის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სწავლობდა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან.

1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა.  1940 წლის მაისში ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო
ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა.

ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. 2012 წელს მასზე გადაიღეს ფილმი: ჰანა არენდტი (რეჟისორი — მარგარეტა ფონ ტროტა, მთავარ როლში - ბარბარა ზუკოვა).

სოციალურ ქსელში წერენ, რომ არ შეიძლება გამოიყენო გარდაცვლილი ადამიანის ფოტო, მით უფრო მსგავს სიუჟეტში. როდესაც სოფლელობას ებრძვი გადიდებული ცნობილი ადამიანის ფოტოთი, ეს ყველაზე დიდი სოფლელობაა.
ბეჭდვა