23 იანვარი, 2017
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში ეხვევა - ვინ არის ქალი, რომელსაც ნორა ბიცოლას როლი მოარგეს
''ჩემი ცოლის დაქალების'' მეთერთმეტე სეზონი სკანდალით დასრულდა.  ნორა ბიცოლას ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა. როგორც გაირკვა ფოტო ჰანნა არენდტს ეკუთვნის.

ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ტოტალიტარიზმის თეორიის შემქნელია. დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიიდან გადმოსახლებული ებრაელების, ინჟინერ პაულ არენდტისა და მარტ კონის ოჯახში, ლინდენში.

განათლება მიიღო მარბურგის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სწავლობდა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან.

1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა.  1940 წლის მაისში ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო
ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა.

ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. 2012 წელს მასზე გადაიღეს ფილმი: ჰანა არენდტი (რეჟისორი — მარგარეტა ფონ ტროტა, მთავარ როლში - ბარბარა ზუკოვა).

სოციალურ ქსელში წერენ, რომ არ შეიძლება გამოიყენო გარდაცვლილი ადამიანის ფოტო, მით უფრო მსგავს სიუჟეტში. როდესაც სოფლელობას ებრძვი გადიდებული ცნობილი ადამიანის ფოტოთი, ეს ყველაზე დიდი სოფლელობაა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მაია
რაიყო ხალხო საიდან ამხელა ეგოიზმი?თუ მოგწონთ უყურეთ თუ არადა მორჩით კრიტიკას არ დაიღალეთ?უკეთეს თქვენ თუ გადაიღებთ გადაიღეთ და ის აკრიტიკეთ.პოპულარული სერიალია და ძალიაბ ბევრს აინტერესებს რა მოხდება,ატე რომ დაელოდეთ და მორჩით კრიტიკას.
00:59 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
fan
ჰანა ცოცხალი რომ ყოფილიყო, არა მგონია სწყენოდა ისეთი ავტორიტეტის როლში ყოფნა (თუნდაც მკვდრის) როგორიცაა ნორა ბიცოლა. ახლა შთამომავლებიც იამაყებენ...
21:14 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
არავინ არ იცოდა ვინ იყო ეს ქალი. ახლა ყველამ გაიგო და ცოტა მეტი ცოდნა მიიღო ))) მეტი პოზიტივი მეგობრებო... ეს იუმორია )))
17:14 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
კოტე
,,ჩემი ცოლის დაქალები" რომ არა, ხომ ვერასოდეს გავიგებდი ვინ იყო ჰანნა არენდტი. კარგით რააა.
17:07 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
კოკიტო
მდარე გემოვნება, ამაზრზენი პერსონაჟები და სიუჟეტები, გადამლაშებული კუთხურობა
16:47 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS