23 იანვარი, 2017
რას ურჩევს ია ფარულავა მაყურებელს - "თქვენ გეგონათ, მორჩა მაფიოზობანა''?
მსახიობი ია ფარულავა სოციალური ქსელის, საკმაოდ აქტიური მომხმარებელიია. 22 იანვარს ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ია სალომე გოგიაშვილის სახლიდან ესაუბრა მაყურებელს და რამდენიმე რჩევა მისცა.

"ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით სალომე გოგიაშვილის ულამაზესი სახლიდან", - მიმართავს ია მაყურებელს. ის ამბობს, რომ სალომემ სუფრა გაუშალა სტუმრებს და ასევე, ახსენებს ეკა ხოფერიას გადაცემას: "თქვენ გეგონათ, მორჩა მაფიოზობანა ეკა ხოფერიას გადაცემით? არა, არ მორჩენილა!".

სალომე სტუმრებს გოჭის ხორცით, სოკოთი და უამრავი შესანიშნავი კერძით გაუმასპინძლდა. ია ფარულავამ და სხვა სტუმრებმა, სალომე გოგიაშვილის
სახლში იქეიფეს და "მაფიოზობანა" ითამაშეს.

"მაფიოზები არიან მზად, მთელი ჩვენი სასტავი, დაგვემატა კახა კუხიანიძე, დაგვემატა ნატო...მზად ხართ?" - მიმართავს ია დამსწრე საზოგადოებას. "მზად ვართ!" პასუხობენ ისინი.

ბოლოს, ია თავის "ფეისბუქის" მეგობრებს მიმართავს: "თქვენ კი გირჩევთ, ჩემო ძვირფასებო, მოგვბაძოთ ჩვენ, რომ ასე გაიმხიარულოთ საღამოები, ნახოთ ერთმანეთი და იკონტაქტოთ, გაერთოთ!".

მსახიობი მაყურებელს ჰაეროვანი კოცნით ემშვიდობება: "ითამაშეთ ეს თამაში, იმიტომ,რომ ძალიან სახალისოა!".


მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნუნუ
ია,საყვარელო,ეს თქვენი თამაში ძველებურ,სალონურ შეკრებებს მაგონებს,ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მაიკო ორბელიანის სალონებს! მომწონს მოაზროვნე და ინტელექტუალ ადმიანთა ამგვარი შეხვედრები,რომლებიც ,გარდა გართობისა,სულიერ საზრდოსაც აძლევს ადამიანებს,თიშავს ,ზოგჯერ, მოსაწყენი ყოველდიურობისა და მომაბეზრებელი ერთფეროვნებისაგან ერთფეროვნებისაგანერზტერთფეროვნებისაგან
00:49 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS