21 იანვარი, 2017
12 წლის თეკლა, რომლის ამბავმაც ყველა შეძრა, კეთილი ადამიანების იმედადაა...
ეს 12 წლის თეკლა ნაჭყებიაა, რომელსაც 2015 წელს დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და მას მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი...
თეკლას ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა, როცა მოულოდნელად, 2015 წლის 5 მაისს გახდა ავად. როგორც "დედების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური გვიამბობს, სისუსტე ჰქონდა, უმადობა და მიიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. იქ გაუკეთდა კვლევები და გაგზავნეს იაშვილის კლინიკაში, სადაც დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და ჩაუტარეს 20-დღიანი მკურნალობა, თუმცა მას დიდი შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახმა ბავშვი თურქეთში წაიყვანა. დიაგნოზი თურქეთშიც დადასტურდა.
თეკლა ე.წ. მშრალ ქიმიაზე დასვეს. სამ თვეში ერთხელ დადიოდნენ კვლევებზე...

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, წელიწად-ნახევარში თეკლამ თითქოს დაამარცხა ლეიკემია, გამოკეთდა. 8 თვის მერე უნდა წასულიყვნენ ისევ კონტროლზე, მაგრამ თვე-ნახევარიც არ იყო გასული, რომ ბავშვი ძალიან დამძიმდა - ცუდად გახდა.

ისევ თურქეთში ჩაიყვანეს, ანალიზები გაუკეთეს... საშინელ მდგომარეობაში იყო - დაავადება გამწვავდა... შარშან 18 სექტემბერს ჩავიდნენ თურქეთში და უკვე 4 თვეა იქ წევს პატარა თეკლა...

აქამდე რაღაცნაირად ახერხებდა ოჯახი ბავშვის მკურნალობის ხარჯების უზრუნველყოფას, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. კლინიკის დავალიანება 120000 ლირა ჰქონდათ. იხილეთ სრულად
ბეჭდვა