თეკლას ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა, როცა მოულოდნელად, 2015 წლის 5 მაისს გახდა ავად. როგორც "დედების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური გვიამბობს, სისუსტე ჰქონდა, უმადობა და მიიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. იქ გაუკეთდა კვლევები და გაგზავნეს იაშვილის კლინიკაში, სადაც დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი და ჩაუტარეს 20-დღიანი მკურნალობა, თუმცა მას დიდი შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახმა ბავშვი თურქეთში წაიყვანა. დიაგნოზი თურქეთშიც დადასტურდა.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, წელიწად-ნახევარში თეკლამ თითქოს დაამარცხა ლეიკემია, გამოკეთდა. 8 თვის მერე უნდა წასულიყვნენ ისევ კონტროლზე, მაგრამ თვე-ნახევარიც არ იყო გასული, რომ ბავშვი ძალიან დამძიმდა - ცუდად გახდა.
ისევ თურქეთში ჩაიყვანეს, ანალიზები გაუკეთეს... საშინელ მდგომარეობაში იყო - დაავადება გამწვავდა... შარშან 18 სექტემბერს ჩავიდნენ თურქეთში და უკვე 4 თვეა იქ წევს პატარა თეკლა...
აქამდე რაღაცნაირად ახერხებდა ოჯახი ბავშვის მკურნალობის ხარჯების უზრუნველყოფას, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. კლინიკის დავალიანება 120000 ლირა ჰქონდათ. იხილეთ სრულად