20 იანვარი, 2017
„ევროვიზიაზე“ საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს
საქართველოს "ევროვიზიაზე" 2017 წელს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. 25 კანდიდატიდან კომპეტენტურმა ჯიურიმ და მაყურებელმა გააკეთა არჩევანი.

დაძაბულ ბრძოლაში ხუთეულში იყვნენ მარიამ ჩაჩხიანი, მალიბუ, თაკო გაჩეჩილაძე, ნუცა ბუზალაძე და ჯგუფი "მინსი".

თაკო გაჩეჩილაძემ 122 ქულა მიიღო და სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.



ბეჭდვა