20 იანვარი, 2017
ეკა დემეტრაძე და გიორგი ბოჭორიშვილი ერთმანეთს დაშორდნენ - ''როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ"
გადაცემა ''ანფასში'' მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა დაადასტურა, რომ ეკა დემეტრაძეს დაშორდა.  ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს საუბრობდნენ, რომ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა საჯაროდ საუბარი არც ერთ მათგანს არ უნდოდა.

გადაცემა ''ანფასის'' ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ გიორგი ამ თემაზე საჯაროდ საუბრობს.

ნუკა ორჯონიკიძის კითხვაზე არის თუ არა მსახიობების ქორწინება დასაწყისშივე განწირული, გიორგი პასუხობს:

"რომელიღაცა შედგება და რომელიღაცა ვერ შედგება. მირჩევნია, მე შევდგე, ვიდრე ჩემი ცოლი მსახიობი. არა როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ როგორც ორი მსახიობი, ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარეთ"
.

გიორგისა და ეკას ჰყავს ვაჟი, თომა, რომელიც  უკვე 7 წლისაა. მსახიობები სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობდნენ.

იხილეთ გადაცემის პრომო
ბეჭდვა