20 იანვარი, 2017
ტოპ 10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც თაყვანისმცემლების აზრით არ უნდა დაშორებულიყო
იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ, ეცხოვრათ კანონიერ მეუღლესთან, იქამდე, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ. ძველადაც მოიძებნებოდნენ, თუმცა დიდ იშვიათობას წარმოადგენდნენ ცოლს ან ქმარს გაშორებული ადამიანები. ასეთები ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელად არიან. დღეს-დღეობით, ყველას აქვს იმის საშუალება გაეყაროს მოძალადე ქმარს, არ შეეგუოს ღალატს ან უბრალოდ დაშორდეს ადამიანს, რომელთან ერთად ცხოვრებაც, მოსაწყენი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერს ორი მხარე აქვს, საგრძნობლად მოიმატა განქორწინებული მშობლების რაოდენობამ და ეს შვილების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახა.

არიან წყვილები, რომელთა
განშორების გადატანა არათუ შვილებს, არამედ საზოგადოებას გაუჭირდა. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და გთავაზობთ ტოპ 10 ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც ხალხის აზრით, არ უნდა დაშორებულიყვნენ.

მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი მაყურებელს ძალიან უყვარს, ისინი ხალხს ერთად კიდევ უფრო მეტად მოსწონდათ. მიშა და ია ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდნენ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო და 2010 წელს, ჯვარი ყველასგან მალულად, ბათუმში დაიწერეს. გასულ წელს, სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დასრულდა.
Rating































ასევე, 2010 წელს დაქორწიდნენ ნათია წიწილაშვილი და გიორგი კალანდაძე. მათი სასიყვარულო ისტორიაც გადაღებებზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს "ჩიფსების თაობის'' გადაღების დროს შეხვდნენ. გიორგისა და ნათიას პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდათ, როგორც ჩანს მსახიობები როლში შეიჭრენ, თუმცა სიყვარულის ამბავი მალე დასრულდა.


Rating






















ილო ბეროშვილი და ჟურნალისტი ნელი აგირბა ტელე-ეკრანებზე ერთდროულად გამოჩნდნენ. ერთ დღეს სოციალურ ქსელში ნელიმ ილო ბეროშვილი ღალატში დაადანაშაულა და დაწერა, რომ რეგისტრირებული ქორწინება არ აქვს, რომ რეესტრში შეიტანოს განცხადება და ამიტომ გადაწყვიტა საჯარო განეცხადებინა ისინი ცალ-ცალკე არიან. მათ ყავთ ორი შვილი და მთლიანად კონცენტრირებულები არიან ბავშვების აღზრდასა და კარიერაზე, ამიტომ, როგორც ილომ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

Rating



გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას
რომანი სკანდალით დაიწყო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას ერთმაც მიატოვა შეყვარებული და მეორემაც და ასევე სკანდალურად დასრულდა. გავრცელდა ხმა, რომ მათ შორის მესამე პირი ჩაერია, მოგვიანებით კი მარი ბაბეტამ საჯაროდ განაცხადა, რომ გიორგისთან ფლირტი მაშინ ჰქონდა, როცა ჯერ კიდევ სალომეს ქმარი იყო.
Rating




















როცა, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე დაქორწინდნენ, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მათ გოგონა შეეძინათ, მას ელენე დაარქვეს. მარიამის დედ-მამამ, ისევე როგორც ბებიამ და ბაბუამ (თამრიკო ჭოხონელიძემ და გიორგი როინიშვილმა) ოჯახურ თანაცხოვრებას წერტილი მალე დაუსვეს.

Rating

მარიტა თხელიძე და გიგა ანდრიაძე ერთად ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, არ ერიდებოდნენ ინტერვიუებში, საჯაროდ ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვას. როდესაც მარიკამ იმშობიარა, გიგამ მეუღლეს ჯიპი აჩუქა. "გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო" - თქვა მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი ამბავი დასრულდა და ისინი მიზეზებზე არ საუბრობენ.
Rating
ნანუკა ჟორჟოლიანისა და ირაკლი კოდუას ქორწინება არცერთი მათგანისთვის არ იყო პირველი. მას შემდეგ, რაც ირაკლი ბუდაპეშტში გადავიდა საცხოვრებლად, ნანუკა ჟორჟოლიანმა მის გამო 18 კილო დაიკლო. "მინდა, ირაკლისთან ყოველ ჩასვლაზე დაკლებული ვიყო. პირობა მივეცი, რომ ისეთი გავხდებოდი, როგორიც გამიცნო.", - თქვა ერთ ერთ ინტერვიუში ნანუკამ, თუმცა დაკლებული 18 კგ-ის მიუხედვად მისი მეუღლის გულში ნანუკას ადგილი, კატიკა დიდამ დაიკავა. ირაკლი და ნანუკა, მეგობრებად დარჩნენ.Rating

თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ოჯახი ღალატმა დაანგრია. მომღერალს ქმარმა ბავშვობის მეგობართან, ეკა მამალაძესთან უღალატა. ამის გადატანა თამრიკოს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მან გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ მე და გია ოფიციალურად ცოლ-ქმარი აღარ ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, მყარად ფეხზე დგომა, პირველ რიგში მისი შვილებისთვის და ჩემთვისაც. ძნელად ვივიწყებ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი და კარგი იყო, ამიტომ შინაგანად გიას გვერდში დგომის ინსტინქტი მაქვს".
Rating

ქრისტი ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე ერთმანეთს გიორგისა და ია სუხიტაშვილის რომანის გამო დაშორდნენ. ია სუხიტაშვილი ამაზე თამამად ლაპარაკობდა, არ მალავდა, რომ ყიფშიძეების ოჯახი მის გამო დაინგრა. უკვე დიდი ხანია აღარც კრისტია გიორგის გვერდით და აღარც - ია. მას ყავს შესანიშნავი მეუღლე, მხატვარი ანი ჩიკვილაძე, მაგრამ ხალხს, გიორგისა და კრისტი ყიფშიძის წყვილი განსაკუთრებულად უყვარს.
Rating



















ია ფარულავა გამორჩეულია პირდაპირი და თავისუფალი ხასიათით, ის პრესასთან არ მეგობრობს, სამაგიეროდ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ია სამჯერ იყო დაქორწინებული. სამწუხაროდ, პარტნიორთან ერთად სამუდამო თანაცხოვრების მცდელობა, სამივეჯერ წარუმატებლად დასრულდა. მესამე მეუღლემ, ტარიელ სუარმა მას ხელი ''ნიჭიერის'' სცენაზე სთხოვა და ისინი ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ ქმარმა მსახიობის პირადი შეტყობინებები არ წაიკითხა.

იასა და ტარიელის წყვილი პირველ ადგილზეა ვარსკვლავურ წყვილებს შორის, რომლებიც, ხალხის აზრით, არ უნდა დაშორებულიყვნენ.
Rating
მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
bacho
მანდ მხოლოდ ჭოხონელიძეზე დამწყდა გული,დანარჩენები გულს არ დაიჩაგრავენ, მეათე კრუგზეც წავლენ
00:53 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გული დამწყდა ტამრიკო ჭოხონელიძის ოჯახზე,არ უნდა დანგრეულიყო მატი ოჯახი . ლამაზი და ტბილი ოჯახი ქონდატ ,ულამაზეს სჰვილებტან ერტად. მარტლა გული დამწყდა....
00:07 / 28-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ისანი
არ უნდა დანგრეულიყო თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი.ნამდვილად ლამაზი და თბილი კერა ჰქონდათ ულამაზეს შვილებთან ერთად.ძალიან გული დამწყდა....
09:40 / 23-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ვენახებო ძალიან ბოღმა ბრძანდებით,იქნებ თქვენც გაგაეჩინათ ვინმე და უკეთესს ხასიათზე მაინც იქნებოდით.პატივისცემით ვენახების და ვაზის მოყვარული თეკლა
20:53 / 21-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ანანო
ია ფარულავას ერთი დიდი მტერი ჰყავს ვიღაც ქალის სახით (ვენახების სახელით დაწერილის ავტორის) რომელიც ყველა საითზე დასდევს მასზე მასალებს და აკომენტარებს ერთი სტილით და ხშირად ერთი და იგივე კომენტარებით. ნეტა რა დაუშავა იამ ასეთი.
17:10 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS