19 იანვარი, 2017
ანიტა რაჭველიშვილის სკანდალური განცხადება - ''მიდით უნიჭო,ნარკომანი და მორფინისტი ფეხბურთელები დააფინანსეთ, იმიტომ რომ ფეხბურთელმა "ენერგეტიკის მინისტრმა" გადაწყვიტა ასე''!
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით არასწორია, როდესაც ქვეყანაში სპორტი ფინანსდება და მომღერლებს სატაანდო ყურადღება არ ექცევა. 


''კულტურას 10% მოაჭრეს ბიუჯეტიდან და 300 ლარიან ხელფასზე მცხოვრები (ამას თუ ცხოვრება ჰქვია) მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან! სამაგიეროთ 5,5 მილიონი ლარი აეროსმიტის კონცერტში გადაიხადა ჩვენმა "ჭკვიანმა" მთავრობამ და იცით კიდევ რა ჰქნა?! ფეხბურთს მოუმატაო დაფინანსება! ეს ის სპორტი არ არის სადაც ბოლო 30 წელია 100% წარუმატებლობა გვაქვს თუ მე ვცდები?!

3-4 თამაშის გარდა რამე მოუგიათ?!

მომღერლებმა და ინსტრუმენტალისტებმა გაუთქვეს საქართველოს სახელი და მიდით უნიჭო,ნარკომანი და მორფინისტი (ყველას არ ვგულისხმობ)ფეხბურთელები დააფინანსეთ, იმიტომ რომ ფეხბურთელმა "ენერგეტიკის მინისტრმა" გადაწყვიტა ასე!

პატრონი არ გყავს და იქნებ ჩვენს ქვეყანას მივხედოთ ჩვენ თვითონ და ეს უვიცები და მოღალატეები გავყაროთ ქვეყნიდან?! #თხადაგიგომთავრობა''
ბეჭდვა