- დეპუტატმა სერგი კაპანაძემ შემთხვევითობის წყალობით, ირაკლი საღინაძე გამაცნო. შემდეგ, როგორც მივხვდი (ზუსტად არ
- პროფესიით ვინ ხართ?
- საჯარო მმართველობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.
ფოტოგალერეა
- ბარბარე გგავთ?
- არაფრით. იცით, რას ვაკვირდები? ის იმდენად განსხვავებული გოგონაა, რომ მგონი, ხმის ტემბრიც კი სხვანაირი აქვს, ასევე - მიმიკები, მოძრაობის მანერა... ხასიათზე აღარაფერს ვამბობ.
...
- სიყვარულის გამო თავი თუ დაგიკარგავთ?
- კი, სიყვარულის გამო მარტო ერთხელ დავკარგე თავი (იღიმის).
- მერე რა მოხდა, ადვილად იპოვეთ საკუთარი თავი?
- ახლა თავი უკვე ნაპოვნი მაქვს. საკუთარი თავი საკმაოდ დიდი ხნის წინ დავკარგე და მერე ვიპოვე... სიყვარულიც ვიპოვე, მაგრამ დამთავრდა და ჩემს თავს დავუბრუნდი.
- თქვენი პროფესიით გიმუშავიათ? სერიალის მიღმა რას საქმიანობთ?
- კი, პროფესიით მიმუშავია: 2012 წლიდან, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სტაჟიორად ვმუშაობდი, შემდეგ უკვე პრალამენტში - ბატონი დათო ბაქრაძის თანაშემწე ვიყავი. მერე უბრალოდ, დიპლომის აღების პერიოდში, სამსახურს თავი დავანებე. დიპლომი რამდენიმე დღის წინ ავიღე. ახლა ახალი შემოთავაზება მაქვს: პოლიტიკურ კარიერას არ ვაგრძელებ - სავარაუდოდ, ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ კომპანიაში ვიმუშავებ.
ჩემგან სერიოზული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ძალიან სასაცილო იქნება, მაგრამ საერთოდ, ამ პროცესებში ძალიან ჩართული ვარ - ყველა აქციაზე აქტიურად დავდივარ... მოკლედ, აქტიური მოქალაქე ვარ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ...
(იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 19 იანვრის ნომერში)