18 იანვარი, 2017
როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ გამარჯვებულს - „ნუ მიაწერთ ამ ბავშვის გამარჯვებას ფულიან დედიკოს და მამიკოს“
"შენ შეგიძლია ცეკვის" გამარჯვებული ნიტა ლომიძე გახდა. მეორე ადგილი ირაკლი ფიფიამ დაიკავა, მესამეზე თენგო ზარდიაშვილი გავიდა და მეოთხე ადგილი თეონა წიწაკიშვილს ერგო.

სოციალურ ქსელში ნიტას გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ნიტა პროექტის დაწყებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში, კარგი შესრულების გამო (იხილეთ ვიდეო), ზოგი ფიქრობს, რომ პროქტში გამარჯვება მას ცნობილი მშობლების დამსახურებით მოიპოვა, ბევრიც ფიქრობს, რომ ნიტა ძალიან ნიჭიერია და პროექტი დამსახურებულად მოიგო. 

გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც სოციალურ ქსელში ნიტა ლომიძის გამარჯვებას მოჰყვა. 

Rating
ბავშვის გამარჯვებას ფულიან დედიკოს და მამიკოს“" width="500" style="float: left; border: 0px;" />

„წინასწარ მეცოდებოდა ეს ბავშვი გამარჯვებისთვის! რადგან ყველა იტყოდა რა თქმა უნდა და დააბრალებდა პატრონს და ჩაწყობას! კარგით რა ხალხნო, კარგით!!! უნიჭიერესი ბავშვი არის და პლიუს პატრონიც ჰყავს და ეს ხელის შემშლელი არ უნდა იყოს! მაგარია ვულოცაავ ახალგაზრდა ბრწყინვალე გოგოს გამარჯვებას მისთვის ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება, მიაწექი ნიტა და გვასახელე მომავალში“!

„ჩაწყობა არ იყო, რა თქმა უნდა... უბრალოდ უსამართლობა იყო, რომ ორი უძლიერესი მოცეკვავე დაჩაგრეს, ბინა და მანქანა კი ნაკლებად ძლიერებს გადასცეს! უსამართლობა და ჩაწყობა ზოგიერთს ერევა, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ უმსაგვსობას, რაც დღეს ვნახეთ! ეს არ არის სახალხო პროექტი ეს არის "მეტი ფულის" პროექტი“.

„ასაკიდან გამომდინარე არ უნდა შეეყვანათ 14 მონაწილეში,არანაკლები იყო სალომეს მოსწავლე მაგრამ არ დატოვეს. ასაკით პატარა ხარო ასე უთხრეს, ამას კი დედიკო და მამიკო ჰყავდა და მოაგებინეს“

„ნიტა ტანმოვრჯიშეა, ნებისმიერი ტანმოვარჯიშე გააკეთებს იმას, რასაც ეს ბავშვი აკეთებს. არ ჰქონდა განვითარება ამ ბავშვს. მუდამ ერთ სტილში ცეკვავდა, თუმცა ცეკვასაც არ დავარქმევდი მაგას, ჩვეულებრივი ტანმოვარჯიშის მოძრაობები კარგი არტისტიზმით და ეგაა“ 

„ყოჩაღ ნიტა! გილოცავ პატარა ლამაზო, ნიჭიერო გოგო! მართლაც დაიმსახურე შენ! ულევი წარმატება გქონდეს ცხოვრების გზაზე“!

„ნუ მიაწერთ ეხლა ამ უნიჭიერესი ბავშვის გამარჯვებას ფულიან დედიკოს და მამიკოს, ძან კარგად მახწოვს შესარჩევ ტურზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა და ყველა მაშინ ამის ნაცეკვს აზიარებდით მაშინ არ ჰყავდა ფულიანი დედიკო და მამიკოო?! ღირსეული გამარჯვებაა“!!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
Lali laliko
Saertod ar vtvli rom am arashveulebriv bavshvs puliani mshoblebi yavs,ubralid nijieris zeimia .sheeguet am realibas shurianebo
15:11 / 19-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ნიჯიერი შეიძლება არის მაგრამ ამხელა მოცეკვავეებთან მისი გამოყვანა მემგონი შეცდომა იყო, ძირითადად ტანვარჯიში უფრო იყო ვიდრე ცეკვა.
00:23 / 19-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
საქართველოში არ მოიშლება "კარგი "მშობლების"ჩალიჩი! ნამდვილად კარგი გოგოა,მაგრამ არავითარი ექსკლუზივი ,რითაც ასეთი კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოირჩეოდეს! ამ შოუებს რომ აკოპირებთ სხვა ქვეყნებიდან ,წესიერად მაინც გაანაწილეთ ადგილები რომ ადამიანებს გული არ ატკინოთ! სირცხვილია! ან ჟიურის წევრებს არ სრცხვენიათ?!ნათია რომელი კომპეტენტური და დიდი მოცეკვავე მყავს ? სალომე ხომ ლამის ცეკვის "კრიშად"აქციონ ... ის შავი ვინაა წარმოდგენა არ მაქვს,ასე,რომ ჟიური დაბალი დონისაა და მაგიტომაც გაიყიდა!
17:23 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
კარგი გოგოა ნიჭიერი, მშობლები შვილს უნდა დაეხმარონ აბა რის მშობლებია, არა მგონია მშობლებს ვინმესთვის იძულებით, ხელის გადაგრეხვით გაემესიჯებინოთ.
15:07 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Girseulad gaimarjva nitam marto cekva ki ara artistizmi . Zalian nichieri bavshvia. Chven xom aseti xalxi vart martla nichs ar vapasebt.
13:48 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS