17 იანვარი, 2017
„კომედი შოუს“ მსახიობის ოჯახი დახმარებას ითხოვს - „გიო ვერ შეძლებს სიარულს“
გასულ ზაფხულს "კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს ბელიაშვილს ბელიაშვილის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად, ის მძიმე მდგომარეობაშია, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

გიორგი გოცირიძეს, სასწრაფოდ ძვლის გადანერგვა სჭირდება, ოპერაცია კითურქეთის კლინიკაში უნდა ჩატარდეს, იმისთვის, რომ სიარული შეძლოს.

მსახიობის და ანი გოცირიძე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს. ის "ფეისბუქზე" წერს:

"მეგობრებო ძალიან გვჭირდება კიდევ ერთხელ თქვენი დახმარება და გვერდში დგომა და მაპატიეთ ყველამ ამისათვის სხვა გზა აღარ გვაქვს...გიოს ჭირდება ყველას დახმარება რომ შეძლოს ფეხზე დადგომა...

სასწრაფოდ ძვლის გადანერგვაა საჭირო
ფეხებზე რის გარეშეც გიო ვერ შეძლებს სიარულს...დავდგეთ გთხოვთ ყველა ერთად ისევ და ვიცი შევძლებთ ყველანაირი თანხის შეგროვებას რომ ჩვენი გოცაცო ფეხზე დავაყენოთ
ანგარიშის ნომერია:

GE12BG0000000139408800 საქართველოს ბანკი"

მარიამ კაკაურიძე

ბეჭდვა