ჩვენ მოგიყვებით იმ ათი სელებრითის შესახებ, რომლებიც
ალბათ ბევრმა არ იცის,როგორ გამოყურებოდა ადრე ანრი ჯოხაძე. მომღერლის ძველ სურათებსა და ჩანაწერებს თუ გადახედავთ, არ გაგიჭირდებათ ცვლილების დანახვა. ანრი ჯოხაძეს ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ეკო ფანგანი თავადაც გაოცებულია იმ გარდასახვით, რაც ცხვირის ოპერაციამ გამოიწვია. ის ამბობს, რომ სულ სხვა ადამიანი იყო სანამ ოპერაციას გაიკეთებდა. ეკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ მეგობრებიც ვეღარ ცნობენ.
ყველასათვის ცნობილ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიასაც აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. ენერგიულმა და წარმატებულმა ტელე-წამყვანმა ტუჩები გაიდიდა.
დუტა სხირტლაძე კიდევ ერთი სელებრითია, რომელსაც თავდაჯერებულობა პლასტიკური ქირურგიის დამსახურებით შეემატა. მას მაყურებელი ყმაწვილობიდან იცნობს. ადრე მსახიობს ძალიან აკომპლექსებდა საკუთარი ყურების ზომა და ფორმა, ამიტომ მან დასახმარებლად ქირურგებს მიმართა.
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი თავისი გრძელი ფეხებითა და ჩაცმულობით ყოველთვის ბევრის ყურადღებას იქცევდა. მაგრამ, განსაკუთრებით მომხიბვლელი გახდა მას შემდეგ, რაც ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
ქეთო თოფურიძე არც მომღერლია, არც მსახიობი და არც მოდელი, თუმცა ცნობილი დედისა და დის დამსახურებით, თავისუფლად შეგვიძლია "სელებრითების" სიას მივათვალოთ. ნინი ბადურაშვილის უმცროსი დის, ქეთოს მცდელობა გაელამაზებია საკუთარი ცხვირი ქირურგების დახმარებით, წარმატებით დასრულდა.
ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწეობს. ის ჯგუფ "ა სტუდიოს" ვოკალისტია. ქეთა ძალიან უყვართ ისევე როგორც ქართველ, რუს მელომანებსაც. ქეთას ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.
შეკითხვა, საქართველოს #1 სექს სიმბოლოს, შორენა ბეგაშვილს აქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები, დიდი ხანია აქტუალურია.
" შორენას მხოლოდ სახის და სხეულის კორექცია გავუკეთეთ. აიღეთ მისი რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები და ახლანდელს შეადარეთ, ნახეთ მისი ფიგურა საცურაო კოსტიუმში. ყველამ კარგად იცის, რა იყო მანამდე და რა არის ახლა. მან ამ ეფექტს აპარატების მეშვეობით მიაღწია.", - ამბობს მსახიობის პლასტიკური ქირურგი, ა.ქ. ერთ-ერთ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ შორენას ტუჩის ოპერაციაც აქვს გაკეთებული.
როგორც აღმოჩნდა, შორენა ბეგაშვილსა და ია ფრულავას საერთო პლასტიკური ქირურგი ჰყოლიათ. "ია ფარულავა ბოტოქსს წელიწადში ერთხელ იკეთებს. ის არის ესთეტიკური მედიცინის კულტურის ეტალონი",- ამბობს ა.ქ. ია ფარულავა ბოტოქსს 25 წლიდან იკეთებს და ამას არც უარყოფს. თურმე, მსახიობს თავი არასდროს მიჰყავს იმ ზომამდე, რომ ოპერაცია დასჭირდეს.
ყველასათვის ცნობილი, ამჟამად, გადაცემა "გარდერობის" წამყვანი, ნინა წკრიალაშვილი ძალიან გულახდილი სელებრითია, ის არ მალავს, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად არაერთხელ მიუმართავს ქირურგებისთვის. მას მკერდის, ტუჩისა და ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
მარიამ კაკაურიძე