11 იანვარი, 2017
ბათუმში მომხდარ ამბავს ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ - „ეხვეწებოდა, კვერცხი და პური გამატანე, პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო“
სოციალურ ქსელში თიკო აბაშიძე ბათუმში მომხდარ ამბავზე წერს.

„წაიკითხეთ... ბებო

"ბათუმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ეს ბებო გავიცანი. მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო.

გვერდით დავდექი მოხუცებულის სევდა ჰქონდა თვალებში მარტოობის, უიმედობის და სიკვდილის შიშის სევდა. სურნელი ჰქონდა აი, ისეთი, მხოლოდ მოხუცებს რომ ასდის წამლების და ბალხების... მიტოვებული სახლის სუნი.

შევთავაზე, რაც გინდა წამოდი ერთად ვიყიდით თქო. სიამაყით მითხრა, ესე საჩუქრად არ მინ
და პენსიაზე დაგიბრუნებო. მოკლედ ვიყიდეთ პროდუქტი, გადავიხადეთ სალაროში და დიდი ხნის დაქალებივით ხელაკვით გამოვედით ....

ყავაზე დამპატჟია პენსიას რომ ავიღებ ყავას ვიყიდი და დამეწვიო...

წამოვედი ბევრი ჩახუტების და კოცნის შემდეგ გამთბარი გულით. ურთულესი და უსაშინლესი დღის კეთილი დასასრული იყო ეს." - თიკო აბაშიძე
ბეჭდვა