რეიტინგული ფოტო
 
ბათუმში მომხდარ ამბავს ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ - „ეხვეწებოდა, კვერცხი და პური გამატანე, პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო“
ბათუმში მომხდარ ამბავს ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ - „ეხვეწებოდა, კვერცხი და პური გამატანე, პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო“
11 იანვარი, 2017
სოციალურ ქსელში თიკო აბაშიძე ბათუმში მომხდარ ამბავზე წერს.

„წაიკითხეთ... ბებო

"ბათუმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ეს ბებო გავიცანი. მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო.

გვერდით დავდექი მოხუცებულის სევდა ჰქონდა თვალებში მარტოობის, უიმედობის და სიკვდილის შიშის სევდა. სურნელი ჰქონდა აი, ისეთი, მხოლოდ მოხუცებს რომ ასდის წამლების და ბალხების... მიტოვებული სახლის სუნი.

შევთავაზე, რაც გინდა წამოდი ერთად ვიყიდით თქო. სიამაყით მითხრა, ესე საჩუქრად არ მინდა პენსიაზე დაგიბრუნებო. მოკლედ ვიყიდეთ პროდუქტი, გადავიხადეთ სალაროში და დიდი ხნის დაქალებივით ხელაკვით გამოვედით ....

ყავაზე დამპატჟია პენსიას რომ ავიღებ ყავას ვიყიდი და დამეწვიო...

წამოვედი ბევრი ჩახუტების და კოცნის შემდეგ გამთბარი გულით. ურთულესი და უსაშინლესი დღის კეთილი დასასრული იყო ეს." - თიკო აბაშიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (14)
11:20 / 13-01-2017
ნაკა
ასეთი კეთილშობილი ადამიანებზე დგას ჯერ კიდევ სამყარო,თორემ ზოგადად ქართველების გადაგვარება სახეზეა
19:41 / 12-01-2017
მაია
ასეთი მაღაზიის პატრონები გაკოტრების ღირსნი არიან
18:23 / 12-01-2017
nuca
ra shuashia ar uchirt da ar ekadrebat.egeb moxucs amnezia aqvs? tqven ikitxe,ra gacxarebit icavt.tu tqven giwvdebat xeli mxolod soc.qselze?
15:43 / 12-01-2017
ლია
ამ ქალბატონის იდენტიფიკაცის არა თიკო აბაშიძემ მოახდინა,არამედ მან, ვინც მისი ძმისშვილები დაასახელა(მარიმ). ვითომ გულშემატკივარმა.
13:54 / 12-01-2017
მარის
რა შუაშია თავსლაფი, იქნებ რა უნდა მოხუცს და ვერ ეუბნება ვერავის, ძმისშვილის კი არა ზოგჯერ შვილის გერიდება...
კატეგორიის სხვა სიახლეები