11 იანვარი, 2017
ბათუმში მომხდარ ამბავს ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ - „ეხვეწებოდა, კვერცხი და პური გამატანე, პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო“
სოციალურ ქსელში თიკო აბაშიძე ბათუმში მომხდარ ამბავზე წერს.

„წაიკითხეთ... ბებო

"ბათუმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ეს ბებო გავიცანი. მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსის დღეს აუცილებლად მოვიტანო.

გვერდით დავდექი მოხუცებულის სევდა ჰქონდა თვალებში მარტოობის, უიმედობის და სიკვდილის შიშის სევდა. სურნელი ჰქონდა აი, ისეთი, მხოლოდ მოხუცებს რომ ასდის წამლების და ბალხების... მიტოვებული სახლის სუნი.

შევთავაზე, რაც გინდა წამოდი ერთად ვიყიდით თქო. სიამაყით მითხრა, ესე საჩუქრად არ მინ
და პენსიაზე დაგიბრუნებო. მოკლედ ვიყიდეთ პროდუქტი, გადავიხადეთ სალაროში და დიდი ხნის დაქალებივით ხელაკვით გამოვედით ....

ყავაზე დამპატჟია პენსიას რომ ავიღებ ყავას ვიყიდი და დამეწვიო...

წამოვედი ბევრი ჩახუტების და კოცნის შემდეგ გამთბარი გულით. ურთულესი და უსაშინლესი დღის კეთილი დასასრული იყო ეს." - თიკო აბაშიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
სოფო
ძალიან კეთილი ადამიანი ყოფილა
20:56 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნაკა
ასეთი კეთილშობილი ადამიანებზე დგას ჯერ კიდევ სამყარო,თორემ ზოგადად ქართველების გადაგვარება სახეზეა
11:20 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ასეთი მაღაზიის პატრონები გაკოტრების ღირსნი არიან
19:41 / 12-01-2017
გამოხმაურება / 0 /
nuca
ra shuashia ar uchirt da ar ekadrebat.egeb moxucs amnezia aqvs? tqven ikitxe,ra gacxarebit icavt.tu tqven giwvdebat xeli mxolod soc.qselze?
18:23 / 12-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლია
ამ ქალბატონის იდენტიფიკაცის არა თიკო აბაშიძემ მოახდინა,არამედ მან, ვინც მისი ძმისშვილები დაასახელა(მარიმ). ვითომ გულშემატკივარმა.
15:43 / 12-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS