11 იანვარი, 2017
როგორ გაიცნო ანი მიროტაძემ „პირადი მცველი“, რომელიც მისი მეუღლე გახდა
როგორც ცნობილია ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე გათხოვდა. მისი რჩეული ყოფილი ფეხბურთელი დათო შეყილაძეა.

ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას ანი მიროტაძემ ისაუბრა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე. მისი თქმით არასდროს უფიქრია, რომ მომავალ ცხოვრებას ფეხბურთელს დაუკავშირებდა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებას ფეხბურთელს დავუკავშირებდი. თუმცა, არც ის მდომებია, ჩემი მეუღლე პოლიტიკოსი ყოფილიყო. სამსახურს მიღმა, სახლშიც პოლიტიკა მეტისმეტი იქნებოდა. ახლა უკვე მჯერა, რომ არსებობს ბედი. კარგი, რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა(იცინის).

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ამ ზაფხულს, ივლისში, როცა შტაბი შეიკრიბა
და უკვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. ჭიათურა ჩემი მშობლების ქალაქია.

შესაბამისად, იქ ბევრი ხალხს ვიცნობ, თუმცა დათოს აქამდე არ ვიცნობდი. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

აღმოჩნდა, რომ დათომ კარგად იზრუნა ყველაფერზე" – ამბობს ანი მიროტაძე "თბილისელებთან" საუბრისას.
ბეჭდვა