რეიტინგული ფოტო
 
როგორ გაიცნო ანი მიროტაძემ „პირადი მცველი“, რომელიც მისი მეუღლე გახდა
როგორ გაიცნო ანი მიროტაძემ „პირადი მცველი“, რომელიც მისი მეუღლე გახდა
11 იანვარი, 2017
როგორც ცნობილია ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე გათხოვდა. მისი რჩეული ყოფილი ფეხბურთელი დათო შეყილაძეა.

ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას ანი მიროტაძემ ისაუბრა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე. მისი თქმით არასდროს უფიქრია, რომ მომავალ ცხოვრებას ფეხბურთელს დაუკავშირებდა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებას ფეხბურთელს დავუკავშირებდი. თუმცა, არც ის მდომებია, ჩემი მეუღლე პოლიტიკოსი ყოფილიყო. სამსახურს მიღმა, სახლშიც პოლიტიკა მეტისმეტი იქნებოდა. ახლა უკვე მჯერა, რომ არსებობს ბედი. კარგი, რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა(იცინის).

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ამ ზაფხულს, ივლისში, როცა შტაბი შეიკრიბა და უკვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. ჭიათურა ჩემი მშობლების ქალაქია.

შესაბამისად, იქ ბევრი ხალხს ვიცნობ, თუმცა დათოს აქამდე არ ვიცნობდი. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

აღმოჩნდა, რომ დათომ კარგად იზრუნა ყველაფერზე" – ამბობს ანი მიროტაძე "თბილისელებთან" საუბრისას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (2)
11:57 / 12-01-2017
გოგი
ანის ბედნიერებას უსურვებ თავის მეუღლესთან ერთად. მალე, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე კარგი რამ მომელოცოს, რასაც შვილი ქვია. ეს პარლამენტარი, ძალიან ჭკვიანურ შთაბეჭდილებას ტოებდა ყოველი საჯარო გამოსვლისას.
13:58 / 11-01-2017
ჯემალი
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ კარდ შთაბეჭდილებას ტოვებდი როგორც პარლამენტარი
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა