10 იანვარი, 2017
რატომ არ არის სალომე ჭაჭუა შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრი
პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" მორიგ ტურში ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებაა.

სალომე ჭაჭუას ნაცვლად მონაწილეებს ნინო სუხიშვილი შეაფასებს. რომელიც წამყვანმა გიორგი ბახუტაშვილმა შეცდომით ნინო რამიშვილად წარადგინა.

რასაკვირველია, პროექტის გულშემატივრები დაინტერესდნენ, რატომ აღარაა ჟიურის შემადგენლობაში სალომე ჭაჭუა.

როგორც შოუს წამყვანებმა გვითხრეს, სალომე საპატიო მიზეზით არაა ჟიურის წევრი.

"იმედი გვაქვს, მალე დაგვიბრუნდება და მის შესახებ მალე გავიგებთ, რომ შემოქმედებით საქმიანონაბაში წარმატებას მიაღწია" - აღნიშნეს წამყვანებმა.
ბეჭდვა