10 იანვარი, 2017
დაარქმევს თუ არა ელენე ფოჩხუა გარდაცვლილი ძმის სახელს შვილს - ''ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ''
ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ელენე ფოჩხუა მეორე შვილს ელოდება. ივნისში ელენე ბიჭის დედა გახდება. ჟურნალ "თბილისებთან" ინტერვიუში ელენე ფოჩხუა მის მდგომარეობაზე საუბრობს.

ელენეს უფროსი შვილი ლიზი, მალე შვიდი წლის გახდება. 

ელენე ''თბილისელებთან'' ინტერვიუში ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო:

''მინდა, ყველაფერი ახლა ვუყიდო, ვეღარ ვითმენ მაგრამ ჯერ 4 თვის ვარ და თავს ვიკავებ.

ბევრი მეუბნება, ალბათ, გიორგის დაარქმევო, რადგან ჩემს ძმას ერქვა. მაგრამ ჩემს ქმარსაც გიორგი ჰქვია, ჩემს მამამთილს გოგი, ჩემი მულის შვილს გიორგი
და მოკლედ, ძალიან ბევრი გიორგია.

მე თუ გიორგის არ დავარქმევ, ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ. ვნახოთ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მოვიფიქრებ ლამაზ სახელს", – ამბობს ელენე ფოჩხუა.
ბეჭდვა