რეიტინგული ფოტო
 
დაარქმევს თუ არა ელენე ფოჩხუა გარდაცვლილი ძმის სახელს შვილს - ''ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ''
დაარქმევს თუ არა ელენე ფოჩხუა გარდაცვლილი ძმის სახელს შვილს - ''ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ''
10 იანვარი, 2017
ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ელენე ფოჩხუა მეორე შვილს ელოდება. ივნისში ელენე ბიჭის დედა გახდება. ჟურნალ "თბილისებთან" ინტერვიუში ელენე ფოჩხუა მის მდგომარეობაზე საუბრობს.

ელენეს უფროსი შვილი ლიზი, მალე შვიდი წლის გახდება. 

ელენე ''თბილისელებთან'' ინტერვიუში ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო:

''მინდა, ყველაფერი ახლა ვუყიდო, ვეღარ ვითმენ მაგრამ ჯერ 4 თვის ვარ და თავს ვიკავებ.

ბევრი მეუბნება, ალბათ, გიორგის დაარქმევო, რადგან ჩემს ძმას ერქვა. მაგრამ ჩემს ქმარსაც გიორგი ჰქვია, ჩემს მამამთილს გოგი, ჩემი მულის შვილს გიორგი და მოკლედ, ძალიან ბევრი გიორგია.

მე თუ გიორგის არ დავარქმევ, ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ. ვნახოთ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მოვიფიქრებ ლამაზ სახელს", – ამბობს ელენე ფოჩხუა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (1)
13:34 / 12-01-2017
მე
ძმის სახელი გულიდან არასოდეს ამოიშლება... მთავარი ეს არის...
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა