10 იანვარი, 2017
ზუკა ხუციშვილმა შეყვარებულს ხელი თბილისის ანძაზე სთხოვა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ზუკა ხუციშვილის ფოტოები, რომლებშიც ის შეყვარებულთან ერთადაა, ჩვენ ვცადეთ ზუკასთან დაკავშირება, თუმცა როგორც გაირკვა, მას არ უყვარს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი.

ტელეკომპანია ''იმედში'', ''დღის შოუში'' სტუმრად მიწვეულმა ზუკა ხუციშვილის მამამ, გიო ხუციშვილმა ისაუბრა. ის დღის შოუში, თავის ბენდთან "გიო +"-თან ერთად იყო სტუმრად.

"ზუკას თვითონ არ უყვარს ამ თემაზე საუბარი",- თქვა გიომ. ზუკას მამისგან ნებართვის გარეშე დაუნიშნავს გოგონა, თუმცა გიოს ეს არ წყენია.

ზუკა ხუციშვილმა თავის კლასელს, ქეთუშა მანიაშვილს ხელი თბილისის ანძაზე
სთხოვა. წყვილის ოჯახის წევრები უკვე ერთმანეთს იცნობენ.

"ძალიან კარგი ხალხია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს წელი ასე დაიწყო", - ამბობს გიო ხუციშვილი მანიაშვილების ოჯახზე.

ნიშნობა უკვე იყო და გაზაფხულზე ისინი ქორწილს გეგმავენ.

მარიამ კაკაურიძე

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS