08 იანვარი, 2017
რა შემთხვევაში ინანებს ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალებისთვის ხმის მიცემას - „ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან“
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს აკრიტიკებს.

„ძალიან მინდა არ აღმოჩნდეს, მართალი ამბავი იმის შესახებ რომ ნიკა მელიას ფრაქციიდან გააბუნძულებენ მისი თანაგუნდელები.

არ მინდა მართალი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ძალიან ვინანებ ჩემი ერთადერთი ხმის მიცემას ამ პარტიისთვის. ეს რა მეთოდებია? ამოფარებული ბუშტებზე და სვეტურ ფლაერებზე? ხელების გადაგრეხვის, ძალადობის, ფეხის დადების... ძალადობა ყველგან დასაგმობია და თუ ეს ჯგუფი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასე სჯის, გასაგებია მათი მომავალიც.

ნიკა მელიას გადაყენება იქნება ნათელი დასტური
"პოლიტიკისა" ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით და ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან“.
ბეჭდვა