26 ოქტომბერი, 2013
რა სწყინს ზურა ბალანჩივაძეს, რომელმაც თავისი სტვენით მთელი საქართველო გააოცა
იცის, რომ მეორე ტურში გადასვლა არ ნიშნავს ნახევარფინალისტობას, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოხვდება 50 რჩეულში და უკვე დაიწყო ახალი ორიგინალური ნომრის მზადება ალბათ, ყველა თქვენგანი მინიმუმ აბაზანის მიღებისას მაინც მოსულხართ სტვენის ხასიათზე, თუმცა ასეთი ქცევა საზოგადოებაში ცუდ ტონად ითვლება. არსებობს მითებიც, რომ სახლში სტვენამ სიღარიბე იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ორშაბათს ზურა ბალანჩივაძემ თითოეული თქვენგანი კარგ ხასიათზე დააყენა.

„ნიჭიერის“ მორიგ ტურზე სხვა უცნაურ მონაწილეებს შორის ზურა ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელსაც ჟიურიმ თავიდან სკეპტიკურად შეხედა. ადამიანი, რომელიც სცენაზე სტვენას
აპირებდა, კლასიკურ ფორმაში გახლდათ ჩაცმული.

ზურას მიერ სტვენით შესრულებულმა ჰერცოგის არიამ ჯუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტო“ -დან ყველა გაოგნებული დატოვა. ჟიურის იმდენად მოეწონა უცნაური ნომერი, რომ სიამოვნებით გადაიყვანეს შემდეგ ტურში.

როგორც აღმოჩნდა, ზურა დიდი ხანია უსტვენს და ვიდეოებს „იუთუბზე“ ტვირთავს. მას უკვე მიმდევრებიც ჰყავს, მაგრამ ფართო საზოგაოდებამ „ნიჭიერის“ საშუალებით გაიცნო.

სხვა უცნაურობასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამიაც ხშირად უყურებდა ზურას ვიდეოებს და თავადაც გატაცებულია სტვენით. როდესაც სცენაზე ინტერნეტსივრცეში ვიწრო წრისთვის ცნობილი მსტვენელი დაინახა, ძალიან გაუხარდა.

„ნიჭიერის“ ეთერში გასვლის შემდეგ, როგორც ზურა ამბობს, ძალიან ბევრი ადამიანი სწერს და სოციალურ ქსელში მეგობრობას სთხოვენ. ზოგი მათგანი სთხოვს, რომ სტვენით სიმღერა ასწავლოს, მაგრამ არავინ აკრიტიკებს, რაც ამ უცნაურ ადამიანს როგორც აღმოჩნდა სწყინს.

იცის, რომ მეორე ტურში გადასვლა არ ნიშნავს ნახევარფინალისტობას, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოხვდება 50 რჩეულში და უკვე დაიწყო ახალი ორიგინალური ნომრის მზადება.

ზურა:
-  „ნიჭიერში“ მოსვლის მიზანი ის იყო, რომ ხალხისთვის ამეხსნა, რომ სტვენა არ არის ცუდი ტონი.

საბოლოოდ, ზურას მიზანი შესრულებულია, სტვენა არათუ ცუდ ტონად არ ითვლება, ის „ნიჭიერის“ ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა მისი ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნომრით.

იხილეთ ვიდეო

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
დიანა მამიდა
ეჰ! ზურიუს! როგორც ყოველთვის, ნოვატორი ბრძანდები: „ფშტვენის“ გარდა აღარაფერი დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა „პოლიტიკოსებმა“!!!!! ასე რომ - ძალიან დროულად წამოიწყე „სტვენის კამპანია“ საქართველოში: არჩევნებადწოდებულ ამ უნიჭო შოუს სტვენასავით არაფერი მოუხდება!!! უნიჭიერესი ადამიანი ხარ!!! ვამაყობ შენით! სტვენა სწორედ რომ საუკეთესო ტონია და, თუ გნებავს - პოზიცია, დღევანდელ საქართველოში! ვამაყობთ შენი ნიჭიერებით!!!
22:34 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მამაჩემი მუდმივად უშტვენს :( მაგგრამ ისე ნიჭიერად არა როგორც შენ
19:44 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
მეც ბლოგებიდან ვიცნობ ზურას ძალიან სასიამოვნოდ წერს. და სტვენაც კარგი ცოდნია. კითხვა მაქვს კერძების მომზადება თუ იცის ? და რომელიც მისი ფავორიტი კერძი
14:59 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
გაიხარე ზურა, შენს ბლოგებს ადრეც ვკითხულობდი და მაქედან გაგიცანი, სასიამოვნო ადამიანი ხარ
14:55 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეას მეგობარი
დიახ , სტვენამ უფულობა იცის და ავის მომასწავებელია
14:54 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS