05 იანვარი, 2017
რა დაუჯდა ეკო ფანგანს ნაძვის ხის ზღაპრულად მორთვა
ეკო ფანგანის ზღაპრული ნაძვის ხით ყველა მოიხიბლა, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ის საკითხიც კი განიხილეს, რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ტელეწამყვანის საახალწლო დეკორაცია.  როგორ ეკომ თქვა, მას ერთი ლარიც არ დაუხარჯავს საახალწლო მორთულობისთვის.

-  როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ახალ წელს არ შევხვდი სახლში. ახალ წელს, ხანდახან ვმუშაობ, მაგრამ სახლში ვხვდები და მერე მივდივარ. წელს კონცერტი მიმყავდა ერთ-ერთ სასტუმროში.

- თქვენს ოჯახს აქვს რაიმე განსხვავებული საახალწლო ტრადიცია?
- კი, აქვს. ყოველ წელს
დედაჩემი ყიდულობს ახალ სათამაშოებს თითოეული ოჯახის წევრისთვის, რომლებიც სიმბოლურად იმასთან ასოცირდება, რასაც ის უსურვებს, ეს ჩვენი ერთ- ერთი ტრადიციაა. კიდევ, დედა გვაჭმევს ყველას თავისი ხელით გოზინაყს.

- თქვენი ნაძვის ხითა და სახლის საახალწლო დეკორაციით ყველა მოიხიბლა, ამბობენ, რომ ეს ზღაპრული მორთულობა ძალიან ძვირი დაგიჯდებოდათ, მართალია?
- ერთი ლარიც არ დამიხარჯავს, ეს სათამაშოები წლების მანძილზე გროვდება, როგორც გითხარით, დედა ყიდულობს. რაც, შეეხება დეკორაციას, სურათზე ყველაფერი არ ჩანდა, მთელი სახლი მორთულია.

Rating



























- რა მოგწონთ ამ დღესასწაულში ყველაზე მეტად?
-  ვგიჟდები დღესასწაულებზე, ყველა დღესასწაული ძალიან მომწონს და მიხარია, როცა ადამიანს აქვს იმის მიზეზი, რომ რამე აღნიშნოს. ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, ამ დღეს, თითქოს მთელი მსოფლიო ერთიანდება. დეკემბერი, როცა იწყება, სულ ვიძახი ხოლმე, რომ ჰაერში ახალი წლის სუნია. ყველა ემზადება, ტელევიზიაში უფრო მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ჩვეულებრივ, იმისთვის, რომ ხალხი საახალწლო გადაცემებით დატკბეს, ეს პროცესი ძალიან მიყვარს.
ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე 31- ში საღამოს, იმის მიუხედავად, რომ ვმუშაობდი და პირველში, წავედი მხოლოდ გასართობად და ძალიან გავერთე.  ბედობა, ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ მოკლე წრეში გავატარო. ბედობას მეგობარს ვყავდი მიწვეული სადილზე და იქაც ძალიან კარგი იყო.

- გჯერათ, რომ ის "დაგებედება" რასაც ბედობა დღეს გააკეთებ?
- მე მჯერა, რომ ის ახდება რასაც ჩაიფიქრებ, რასაც მოინდომებ. ის კი არ მგონია, რომ მაინც და მაინც ის მოხდება სულ რასაც 2- ში გააკეთებ, მე უბრალოდ მომწონს რიტუალები და ასეთი ტრადიციები.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?
- კი, რა ასაკამდე არ მახსოვს, მაგრამ კართან ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ფეხსაცმელებს და 12 საათამდე იმ ფეხსაცმელებში გვხვდებოდა საჩუქრები.

- შეგიძლიათ ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი გაიხსენოთ?
- წელსაც ძალიან კარგი საჩუქრები მივიღე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო თეთრი ტელევიზორი. თეთრი საძინებელი მქონდა, შავი ტელევიზორით და ვამბობდი ხოლმე, რომ მინდოდა თეთრის შეძენა და ჩემმა მეგობარმა მაჩუქა.

- წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიწეროთ თოვლის ბაბუას წერილი, რას მიწერდით?
- იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება, ჩემ პირად სურვილებს დროებით გვერდზე გადავდებდი. ახალი წლის ღამესაც კი, ჩემს საყვარელ ქალაქში, სტამბულში ისეთ ადგილას, სადაც მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი მოხდა საშინელი ტერაქტი.
ერთი სურვილის ჩაფიქრების უფლება, რომ მქონდეს თოვლის ბაბუას, ვთხოვდი იყოს მთელ მსოფლიოში მშვიდობა, ადამიანებმა შეიყვარონ ერთმანეთი და დამთავრდეს ომები.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინა
ეკა ძალიან მომწონს, გემოვნებიანი და საყავრელი გოგოა
11:35 / 11-01-2017
გამოხმაურება / 0 /
კაი გოგოა ,უფრო კაი საინტერესო სახე ჰქონდა ოპერაციამდე,რატომ გაიფუჭა სახე ასე ,ნეტა რას ერჩოდა საკუთარ თავს ან ვინ ურჩია,ძალიან ხელოვნურია და ის ძველი მომხიბვლელბაც დაკარგა! :(
05:47 / 11-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ყოჩაღ ეკო
ჩემი სურვილიც გააჟღერე!> მსოპლიოს და ადამიანებს სიმშვიდეზე და ზნეობაზე(დავუმატებ)მეტად არაპერი ესაჭიროებატ დღევანდელ არეულ მსოპლიოში!
22:27 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS