04 იანვარი, 2017
ცნობილი ქართველი დედა-შვილები, რომლებიც დებივით გამოიყურებიან
საქართველოში ნაადრევი ქორწინება ძალიანი აქტუალური პრობლემაა. ეს ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს, ნაადრევად შეუღლებული წყვილები ახალგაზრდა მშობლები ხდებიან და ზოგ შემთხვევაში, შვილი ახალგაზრდა მშობელს არათუ ხელს უშლის განვითარებაში, არამედ სტიმულს აძლევს. ამის თვალსაჩინო მაგალითები არიან, ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც მათი შვილები.

როცა, ცნობილი პოეტი ნიკო გომელაური და ეკა ნიჟარაძე დაქორწინდნენ, ეკა 19 წლის იყო. 20 წლის ასაკში ის ტასოს დედა, 2013 წელს კი, თინათინის ბებია გახდა. ბებიობის
მიუხედავად მსახიობი ძალიან ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურება, ის და ტასო დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს.

Rating

თამთა გოდუაძე დიდი ხანია ბერძნული შოუ ბიზნესის ვარსკვლავია. ის უკვე რამდენიმე წელია ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო და შეიყვარა. თამთა საოცრად მომხიბვლელი და მოდურია. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ შესანიშნავ ახალგაზრდას 21 წლის მიმზიდველი ქალიშვილი ჰყავს. თამთა 14 წლის იყო, როცა ანი ხაჭვანი შეეძინა.
Rating


ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს პრეზიდენტთან მეორე ქორწინებაშია, მას ყოფილი მეუღლისგან ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს, მაშო. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ამის მიუხედავად, რთული სათქმელია, რომ დედა-შვილი არიან.
Rating
ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველი ტელე-მაყურებლი წლებია იცნობს. ნანუკა ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა პირველი ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. მარიამი უკვე სტუდენტია, ნანუკასა და მარიამს შორის არ არის დიდი ასაკობრივი ინტერვალი, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი დებივით არიან.
Rating
მარიამ გრიგოლია ცნობილი ტელე-ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას ქალიშვილია, ინგა ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ძალიან ახალგაზრდა გახდა დედა, ამიტომ ის და მისი ქალიშვილი უფრო დებს გვანან, ვიდრე დედა-შვილს.

Rating






















საშა პრიშვინმა ორ ულამაზეს გოგონას გადაუღო კეიტ მოსისნაირი ფოტო, რომელშიც ისინი შიშვლები არიან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ეს მიმზიდველი ახალგაზრდები კრისტი ყიფშიძე და მისი ქალიშვილი, ნატალია ყიფშიძე არიან. კრისტი და ნატალია ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.


Rating








































მაია ჯაბუას
ქალიშვილს ლიზა ყენია ბავშვობიდან მღერის. პირველად ის მონაწილეობდა პროექტ "ანაბანაში", შემდეგ იყო ''ახალი საბავშვო ხმა", "ერთი-ერთში" და სხვა პროექტები. ლიზა უკვე გაიზარდა და მაყურებელმა ის სხვა რაკურსით დაინახა. დღეს უკვე აღარავის ახსოვს მისი საბავშვო პროექტები და ყველა ლიზა ყენიას სექსუალურობასა და მიმზიდველობაზე საუბრობს. რთულია ლიზასა და მაიაზე თქვა, რომ დედა-შვილი არიან.


Rating



















ეკა კახიანის შვილი, ნინი ბადურაშვილიც ღრმა ბავშვობიდან სცენაზე დგას. ეკა კახიანს წლები ვერაფერს აკლებს, ნინი კი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო დახვეწილი და ქალური ხდება.

Rating
შორენა ბეგაშვილის გარდასახვა დღემდე ძალიან აქტუალური თემაა. საქართველოს სექსსიმბოლო ერთ დროს სულაც არ იყო ასეთი სექსუალური. ულამაზესი მსახიობი ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში იყო, კრიტიკის ობიექტიც ხშირად ხდებოდა. შორენას ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს, ევა. ამბობენ, რომ ევას სილამაზემ დედა დაჩრდილა.
Rating
კვალიაშვილების დინასტიის უნიჭიერესი და ულამაზესი წარმომადგენლები, ეკა და ნუკი კვალიაშვილები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ნუკის უკვე მეორე შვილი შეეძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკა კვალიაშვილს, ორი შვილიშვილი ჰყავს.
Rating


















ნინო ცქიტიშვილი, იმის მიუხედავად, რომ 38 წლის ასაკში უკვე მეოთხე შვილის დედა გახდა, ძალიან მოდური და ეშხიანია. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ოჯახი შექმნა და პირველი ქალიშვილი შეეძინა, ამიტომ ნინო და მისი პირველი შვილი, თაკო ნაცვლიშვილი დებივით არიან.

Rating

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი ეკა ჩხეიძე დიდი ხანია აოცებს მაყურებელს გარეგნობით. მსახიობს ხშირად უთქვამს ინტერვიუებში, რომ მისი სილამაზე გენეტიკის დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ ეკამ სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ინანო დედას მართლაც ძალიან ჰგავს. სოციალურ ქსელში წერენ, დედა-შვილი ერთმნეთს ტყუპებივით გვანან. ძნელია, მათ არ დაეთანხმო.
Rating
მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მანანა-შ
მე პირადად ვერავის გამოვარჩევ, ყველას თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს, ყველა მათგანს ვუსურვებ 100 წლის შემდეგაც ასეთი სილამაზე ჰოქნოდეთ.
11:25 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ზოგიერთებს
თქვენც გაიკეთეთ პლასტიკური ოპერაციები, ეგ დღეს ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ბოღმაც გაქრება.
21:51 / 08-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ბელას
მადლობა ასეთი კეთილი და საოცარი კომენტარისთვის.თქვენ ხართ ისეთი ადამიანი,როგორიც უნდა იყის საერთოდ ადამიანი )))
23:29 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Begashvili com ras ambobt bavshvobis saxe aqvs shenarchunebuli))))) gaketeba mase unda . qali tuchit dawyebuli sajdom mkerd terp damtavrebuli yvelaperi daberil awyobil gadaketebuli aqvs.))) 14 wlis bavshvsac ki tuchebi daubera . Da ra kaxianis mogcvdat tvalshi operaciebi. Ertze rom ambobt scvebs ver xedavt?!
20:53 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ია
წინა კომენტარზე ერთი ძველი ანაგდოტი გამახსენდა-ცოლქმარი კინოს დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოდიან, ქმარი ყურებჩამოყრილია-ფილმის გმირი ქალი ისეთი ლამაზია!.. ცოლი ხვდება მისი წუხილის მიზეზს და ცდილობს სიტუაცია გამოასწოროს--რა ქალიც ეს არის, აბა, წარმოიდგინე, ასეთი მკერდი რომ არ ჰქონდეს, ან ასეთი ტუჩ-კბილი, რაღა დარჩებოდა მისგან?- ეკითხება კაცს. -შენ დარჩებოდი...-დაღვრემილი პასუხობს ქმარი.
14:57 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS