30 დეკემბერი, 2016
„ხელოვნური სუნთქვის“ შემქმნელები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ - „უცნობია, იქნება თუ არა მესამე სეზონი“
სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ შემქმნელებმა ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„მეგობრებო,

„ხელოვნური სუნთქვის“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის! 

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად.

მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!

მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას
- ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნატა
დსაან ომწონდა და მოუტმენლად ველოდი
03:43 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
არ თქვათ, რომ დაფინანსება გინდათ და ხალხს თხოვთ... კარგი სერიალია, მე მომწონს, და არა მარტო მე, კარგი იქნება, თუ გააგრძელებთ... წარმატებები!
03:13 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
აუ არა რა ძალიან მაგარი სერიალია,ასე დამთავრება უაზრობაა, მე კიდე სულ მოუთქმელად ველოდები ამ სერიალს!!!
20:26 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ახლა ამას მხოლოდ შურიანი თუ დაწერდა რადგან ამ მომენტში ფილმის გაჩერება უბრალოდ ვერ მოხერხდება ბოლობოლო მაგარი უაზრობა იქნება რისიც მე კატეგორიულად არ მჯერა
18:11 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მომწონს ეს სერიალი და ერთი სული მაქვს როდის გამოვა მესამე სეზონი,აქ დამთავრება უბრალოდ უაზრობა იქნება და წინა ორი სეზონის წყალში გადაყრა...იმედი მაქვ ვიხილავთ გაგრძელებას. წარმატებებს გისურვებთ.
12:32 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS