29 დეკემბერი, 2016
რატომ მოხვდა თაკო გაჩეჩილაძე საავადმყოფოში - ''კინაღამ გაგიჟდა ტკივილისგან''
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წინა საახალწლოდ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს საავადმყოფოდან. ''ეხლა ისე ვარ, მარტო ”Keep the faith” თუ მიშველის'', წერს მომღერალი.

მომღერლის ფოტომ მისი მეგობრები ააღელვა. ყველა წუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

ნინი ბადურაშვილი მეგობარს გვერდში უდგას და ამხნევებს. "თაკოს სახეზე დერმატიტი სჭირს, კინაღამ გაგიჟდა გუშინ ტკივილისგან და დილამდე საავადმყოფოში ვიყავით ", წერს ნინი. 

თაკო ''ევროვიზიის'' შესარჩევ ტურშია ჩართული და ჯერჯერობით 25 კონკურსანტს შორის ლიდერობს.

Rating

ბეჭდვა