27 დეკემბერი, 2016
რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე - ''თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან''
''საქართველოს ბანკმა'' საახალწლო რეკლამაში რუსკა მაყაშვილის ნაცვლად იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მომხიბვლელი მეუღლე გადაიღო).

მაყურებელმა ახალი საახალწლო რეკლამა აიტაცა და ვიდეოს რამდენიმე წუთში ათასობით ნახვა ჰქონდა. 

"სუპერ!! ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით რაჭულით! ", "მადლობა საახალწლო განწყობისთვის, ",

"გაიხარეთ ასეთი კარგი სიამოვნებისათვის ყოველ წელს რა ენერგიასაც თქვენ ხარჯავთ იმისათვის რომ ჩვენ ამით ვისამოვნოთ", - ვიდეოს კომენტარებში წერენ კომენტარებში.

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსკა მაყაშვილზე. გავრცელდა ხმა, რომ ის ამ ამბით განაწყენებულია, დეტალებში გასარკვევად ჩვენ რუსკა  მაყაშვილს დავუკავშირდით.

მართალია, რომ ''საქართველოს ბანკის'' რეკლამაში იტალიელი წყვილის გადაღებამ გაგანაწყენათ?
- გამანაწყენა?! მე თვითონ ვთქვი უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე, სამაგიაროდ სხვასთან ვთანამშრომლობ და უკეთესი კლიპი გამოვა. თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გაფრენამდე ერთი დღით ადრე უარი ვთქვი.

არაფერზე არ ვარ განაწყენებული, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ქართველს გაკლებენ ჰონორარს და ურჩევნიათ იგივე ჰონორარი ვიღაცას სხვას, გადამთიელს იტალიელს, ფრანგს ან გერმანელს გადაუხადონ ვიდრე შენიანს, თუმცა ესეც არ მწყინს.

რატომ წამოხვედით? რაზე ვერ შეთანხმდით?
- იმიტომ წამოვედი, რომ ვერ შევთანხმდი ''საქართველოს ბანკთან''.

მოგწონთ იტალიელი წყვილის შესრულება?
- არა, რა თქმა უნდა.

მარიამ კაკაურიძე

ბეჭდვა